„სიყვარული აფერადებს სამყაროს“

0

ვზივარ ოთახში . ოთხაში ბუღი დგას , თამბაქოს ტკბილი სურნელით გაჯერებული , ფერადი ღრუბელი . ზამთარია . ხეები ფერადი , ხასხასა ფერებიანი , ფოთლებით არის დატვირთული . ზამთარია თუმა არ უნდათ მათი გაშვება მოხუც ხეეებს . კლეჩატი წითელ ყვითელ კუბებიანი მაისური მაცვია და რომ ვუყურებ თვალებს მიხალისებს , და იმ ცრემლს მიდუღებს რომელიც მომდგომია თვალს . ორპირია , ფანჯარაც და კარიც ღია მაქვს . ზამთრის სუსხი ძვლებს მითბობს . პეპლების ფარფატისა და ჭიანჭველების სეირნობის რა მოგახსენოთ მაგრამ , ვგრძნობ რომ რაღაც სასიამოვნო თბილი სითხე ტალღებად ეხეთქება ორგანიზმს და გულს მიჩქარებს . გულის ცემა არ მესმის , უფროსწორად მესმის მაგრამ ვხვდები რომ ჩემი ნამდვილად არ არის. თოვლის ფანტელები ნაზად ადნება ფანჯარას და წვეთად გადაქცეული იღვერბა ჩემს ოთხაში (ფანჯარა ხომ ღია მაქვს ) წვეთების წკაპა-წკუპი მელოდიად ჩამესმის და სიმშვიდეს ჩამჩურჩულებს.

– რატომ გაქვს ღია კარები ?

-გამარჯობა მეგობარო .

-გამარჯობა…. გამარჯობა ,(მწარედ ჩაეცინა ) გამარჯვება ჩემგან შორს , არაფერში არ მიმართლებს .

-გაგიმართლებს . (გავიღიმე მე , თუმცა ალბათ განსხვავებულად )

-იმედს მაძლევ?! არ გამოგივა , იმედი სისულელეა, სისულელეა გჯეროდეს რომ შეიძლება მოხდეს რაღაც რაც შეგიცვლის ფუჭ და დაჭაობებულ ცხოვრებას.

-არაფერი მიპასუხია .

-ძალიან ცივა ოთახში არ გინდა დავხუროთ ფანჯარა ?

-არა , მცხელა .

– როგორც ჩანს არ ხარ ლაპარაკის ხასიათზე . და წავიდა .

ორი კვირა გადის ჩემი ოთახი უფრო და უფრო ფერადი ხდება , წვეთებიც უფრო მელოდიური .

– ისევ ღია გაქვს კარები ?! გამარჯობა .

-აკი არ მჯერა გამარჯვების იმედების და სხვა რამეებისო ?

– როგორც ჩანს დავიჯერე .

-კარგახანს მდუმარების ორმოში ჩავიძირეთ ორივენი . გამახსენდა რომ საშინლად აწუხებდა ხოლმე სიჩუმე მას და ვკითხე . რა ხდება რატომ მოხვედი ? (სასხვათაშორსო კითხვა უხერხულობის მორევის გასაპობად )

-არ ვიცი როგორ გითხრა , მგონი მიყვარს .

-გააგრძელე !

-მგონი მიყვარს

-სულ ეს არის ?

-სულ ეს არის ყველაფერი .

დუმილი ამჯერად საათის ზარმა დაარღვია.

-წავალ. არაფერი ვუპასუხე.

-წასვლისას გამომძახა , მოუხდა შენს ოთახს შეღებვა ნათელი ფერები მომწოონს მომწონს , კარგი ქენი რომ შეღებე . ახალი მაისურიც მომწონს , მუქი ფერები არ გიხდება როგორც ჩანს.

-ქურთუკი გრჩება.

-იყოს არ მინდა ისედაც ცხელა გარეთ .

გამეღიმა , არაფერი თითქოს გასაღიმებელი , უბრალოდ ოთახი არ შემიღებავს და თანაც იგივე მაისური მეცვა. გარეთ ისევ თბილი სუსხი იდგა და ფანტელები ნარნარით მოიწევდნენ ჩემი ფანჯრისკენ .

სიყვარული ატრიალებსო დედამიწას , მგონი აფერადებს კიდეც სამყაროს . იმედი , სიყვარული , სითბო , ფანტელები , სუსხი  ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში და როდის ჩამეძინა ვერ გავიგე, თუმცა ჩაძინებამ ერთი ფრაზა ზუსტად მახსოვს .

-მეც მიყვარს ……..

ავტორი: თაზო ჭარელაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply