სიყვარულის ფუნთუშა

0

ცოლ-ქმარმა ერთად 30 წელი გაატარა. შეუღლების ოცდამეერთე წლისთავზე ქალმა, ჩვეულებისამებრ,ფუნთუშა გამოაცხო. ამას ის ყოველდღე აკეთებდა,რადგან ოჯახში ასეთი ტრადიცია ჰქონდათ. საუზმეზე ცოლმა ფუნთუშა შუაზე გაჭრა, ორივე ნაწილს კარაქი წაუსვა და, როგორც ყოველთვის, ქმარს ზედა ნაწილი გაუწოდა, მაგრამ უცებ წამით გაირინდა და ხელი ჰაერში გაუშეშდა..

ქალმა გაიფიქრა: „ჩვენი შეუღლების ოცდამეათე წლისთავზე მე თვითონ მინდა ფუნთუშის დაბრაწული ნაწილის შეჭმა. მთელი ოცდაათი წელი ამაზე ვოცნებობდი. ბოლოს და ბოლოს, ამ ხნის მანძილზე ჩემი ქმრისთვის თითით საჩვენებელი მეუღლე და, ამასთან ერთად, ერთგული და მოსიყვარულე ვიყავი, საუკეთესო ვაჟიშვილები გავუზარდე, ოჯახის მეურნეობას ვუძღვებოდი და მთელი ძალ-ღონე და ჯანმრთელობა მას შევალიე.“

ცოლმა მიიღო გადაწყვეტილება და ფუნთუშის ქვედა ნაწილი ქმარს გაუწოდა, მაგრამ ოცდაათწლიანი ტრადიციის დარღვევის გამო ხელი უკანკალებდა. ქმარმა გამოართვა ფუნთუშის ნახევარი და უთხრა: „რა ფასდაუდებლად დამასაჩუქრე დღეს, ჩემო საყვარელო! 30 წელი არ მღირსებია ფუნთუშის ქვედა ნაწილის ჭამა, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ სამართლიანად მიმაჩნდა, რომ ის შენ გეკუთვნოდა“.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply