სიყვარული

1.ფიქრის ძალა
-სიყვარული იწყება აზრებით.
-ჩვენ ისეთები ვიქნებით, როგორებადაც წარმოვიდგენთ საკუთარ თავს.სიყვარულით სავსე ფიქრები, ქმნიან სიყვარულით სავსე ცხოვრებასა და ურთიერთობებს.

2.პატივისცემის ძალა
-სანამ ვინმეს შეიყვარებთ,ისწავლეთ მისი პატივისცემა.
-პირველ რიგში,პატივი ეცით საკუთარ თავს.

3.მიძღვნის ძალა
-სანამ სიყვარულს მიიღებთ,უბრალოდ გაეცით ის! რაც უფრო მეტ სიყვარულს გასცემთ, მით უფრო მეტს მიიღებთ.
-გიყვარდეს, ეს ნიშნავს -აჩუქო შენი ნაწილი, საფასურისა და დაპირებების გარეშე.
-სიყვარულის საიდუმლო ფორმულა მდგომარეობს შემდეგში- ყურადღება უნდა მივაქციოთ არა იმას,თუ რას ვიღებთ ჩვენი გრძნობის სანაცვლოდ, არამედ იმას, თუ რას გავცემთ მის გასაძლიერებლად.

4.მეგობრობის ძალა
-ნამდვილი სიყვარულის მოსაპოვებლად,საჭიროა ნამდვილი მეგობრის შეძენა.
-გიყვარდეს,ნიშნავს ერთად უყურებდეთ სამყაროს,ერთი და იმავე მიმართულებით.

5.შეხების ძალა
სწორედ შეხება ანგრევს ბარიერებს და აძლიერებს ურთიერთგაგებას სიყავრულში.
-შეხება ცვლის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას,ადამიანებს კი, უფრო მგრძნობიარეებს ხდის.
-შეხება დაგვეხმარება სხეულისა და გულის გათბობაში.

6.თავისუფლების ძალა
-გაუშვით თქვენი საყვარელი ადამიანი, გაათავისუფლეთ ის. თუ დაგიბრუნდებათ -თქვენია, ხოლო, თუ არა,მას არასოდეს ყვარებიხართ.
-ჭეშმარიტ სიყვარულშიც კი, ადამიანებს სჭირდებათ საკუთარი სივრცე.
-სანამ ვინმეს შეიყვარებ, ისწავლე პატიება და გათავისუფლდი წარსულის წყენების,დარდისა და შიშებისაგან.

7.ურთიერთობის ძალა
-როდესაც ღიად და გულწრფელად ვურთიერთობთ,სიცოცხლე იცვლება.
-სიყვარული-ურთიერთობაა.
-აგრძნობინეთ ადამიანებს,რომ გიყვართ და აფასებთ.
-არასოდეს შეგეშინდეთ ამ სამი ჯადოსნური სიტყვის წარმოთქმის- „ მე შენ მიყვარხარ „.
-არასოდეს გამოტოვოთ ვინმეს შექების შესაძლებლობა.
-ყოველთვის დაიტოვეთ სასიყვარულო სიტყვები მათთვის, ვინც გიყვართ,-შესაძლოა,თქვენ უკნასკნელად ხედავთ ერთმანეთს.

8.ერთგულების ძალა
ერთგულება, ფიქრებსა და ქმედებებში აისახება.
-პატიოსნება და ერთგულება-სიყვარულის საუკეთესო გამოცდაა.
-სწორედ ერთგულება განასხვავებს ნამდვილ სიყვარულს უბრალო გატაცებისგან.

9.გრძნობების გამოხატვის ძალა
-გრძნობები აძლიერებენ სიყვარულის ცეცხლს და არ აძლევენ მას
ჩაქრობის უფლებას.
-სპონტანურობა და სიურპრიზები, წარმოშობენ საპასუხო გრძნობებს.

10.ნდობის ძალა
– სიყვარულში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნდობა . მის გარეშე,ადამიანებიეჭვიანები და სახიფათოები ხდებიან, თავი ხაფანგში ჰგონიათ, რომელშიცსუნთქვის უფლება წაართვეს.
-ნდობის გარეშე, ჭეშმარიტი სიყვარულით ვერავის შეიყვარებ.
-იმის გასარკვევად, არის თუ არა თქვენი რჩეული სწორედ თქვენი შესაფერისი,ჰკითხეთ საკუთარ თავს :“ ვენდობი თუ არა მას თვალდახუჭული ?“.

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

1.ფიქრის ძალა -სიყვარული იწყება აზრებით. -ჩვენ ისეთები ვიქნებით, როგორებადაც წარმოვიდგენთ საკუთარ თავს.სიყვარულით სავსე ფიქრები, ქმნიან სიყვარულით სავსე ცხოვრებასა და ურთიერთობებს. 2.პატივისცემის ძალა -სანამ ვინმეს შეიყვარებთ,ისწავლეთ მისი პატივისცემა. -პირველ რიგში,პატივი ეცით საკუთარ თავს. 3.მიძღვნის ძალა -სანამ სიყვარულს მიიღებთ,უბრალოდ გაეცით ის! რაც უფრო მეტ სიყვარულს გასცემთ, მით უფრო მეტს მიიღებთ. -გიყვარდეს, ეს ნიშნავს -აჩუქო შენი ნაწილი, საფასურისა […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი