სიტყვების მნიშვნელობა (შთამაგონებელი ისტორია)

0
ერთხელ ერთი ბრძენი ქვეყნის უცხო მხარეში წავიდა სამოგზაუროდ. გზად მან ერთ სოფელს ჩაუარა, რომლიდანაც ერთი ქალი გამოვიდა და ბრძენს სთხოვა სოფელში გაჰყოლოდა, რათა რაიმეთი დახმარებოდა მის ავადმყოფ ბავშვს და ემკურნალა მისთვის.

ბრძენი დასთანხმდა ქალს და სოფელში წაჰყვა.

სოფლის მთავარ მოედანზე უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და ყველა ელოდებოდა, თუ რას გააკეთებდა ბრძენი იმისათვის, რომ ავადმყოფი ბავშვისათვის ემკურნალა.

და ყველასაგან გასაოცრად ბრძენმა ბავშვს თავზე ხელი დაადო და ლოცვა დაიწყო.

– როგორ ფიქრობ, შენი ლოცვა უშველის, როდესაც წამლებმა ვერაფერი გააწყვეს? – წამოიძახა ერთმა კაცმა, რომელიც შეკრებილ ხალხს შორის იდგა.

– შენ არაფერი არ გესმის. და საერთოდაც ძალიან ბრიყვი და სულელი ხარ იმისათვის, რომ ამგვარი რამ გაიგო – ყველასაგან გასაკვირად მიაძახა ბრძენმა მის წინააღმდეგ განწყობილ კაცს.

კაცს სახე წამოენთო და გაუწითლდა. და იმდენად გამოვიდა წყობიდან , რომ ბრძენისაკენ საცემრადაც კი გაიწია, მაგრამ ხალხმა არ გაუშვა.

ხალხით გარშემოტყმულ გაბრაზებულ კაცს ბრძენი მიუხლოვდა და ღიმილით უთხრა:

ხედავ ჩემო მეგობარო? თუ ავ სიტყვას ისეთი ძალა აქვს, რომ შეუძლია ასე მარტივად  გამოგიყვანოს წყობიდან და თავი დაგაკარგვინოს , როგორ ფიქრობ, გამორიცხულია, რომ კარგ სიტყვას ადამიანის მკურნალობა შეეძლოს?

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply