სირიელი ლტოლვილის წერილი, რომელიც საკუთარ პრობლემებს დაგავიწყებთ

ვიდრე ევროპაში გავემზავრებოდი, სირიაში დავბრუნდი, რათა ჩემი ოჯახი კიდევ ერთხელ მენახა. ღამით ბიძაჩემის ბეღელში მეძინა, მთელს დროს იქ ვატარებდი, რადგან პოლიცია მუდმივად უთვალთვალებდა მამაჩემის სახლს. საბოლოოდ მამაჩემმა მითხრა: “თუ დიდხანს დარჩები აქ, ისინი გიპოვნიან და მოგკლავენო.” დავუკავშირდი კონტრაბანდისტს, რომელიც ისტამბულში გამგზავრებაში დამეხმარა. როდესაც ევროპაში მივემგზავრებოდი, ჩემმა დამ დამირეკა. მან მითხრა, რომ თურმე მამაჩემი სასტიკად ეცემათ პოლიციელებს და თუ 5000 ევროს არ გავუგზავნიდი ოპერაციისთვის, აუცილებლად დაიღუპებოდა. ეს ის ფული იყო, რომელიც ევროპაში გასამგზავრებლად მჭირდებოდა, მაგრამ რა უნდა მექნა?! მე არჩევანი არ მქონდა. 2 კვირის შემდეგ მან უფრო ცუდი ამბავი შემატყობინა. ჩემი ძმა ISIS-ის მეომრებს მოუკლავთ, როდესაც ნავთობის ველზე მუშაობდა. მათ იპოვნეს ჩვენი მისამართი მის ID ბარათზე და მისი თავი გამოგვიგზავნეს, წერილით: “ქურთები არ არიან მუსლიმანები.” ჩემმა უმცროსმა დამ იპოვნა მისი თავი. ეს იყო ერთი წლის წინ. მას ამის შემდეგ ერთი სიტყვაც არ უთქვამს.

კომენტარები