სიკეთე და ბოროტება

ლეგენდის თანახმად ლეონარდო დავინჩი “საიდუმლო სერობის” ტილოს ხატვისას ერთ დიდ სირთულეს წააწყდა: იესოს სახით სიკეთე უნდა გამოესახა,იუდას სახით კი ბოროტება.იუდას ხომ ამ ვახშმის შემდეგ უნდა გაეცა ქრისტე. ლეონარდომ ხატვა ვერ დაასრულა და გადაწყვიტა,რომ ,მაშინ გაეგრძელებინა,როცა შესაბამის მოდელს იპოვიდა.
ერთხელაც, როცა რომელიღაც გუნდს უსმენდა, ერთ მომღერალში ქრისტეს სახე დაინახა, თავის სახელოსნოში მიიწვია და რამოდენიმე ჩანაწერი და ეტიუდი გააკეთა.
მას შემდეგ 3 წელი გავიდა. ტილოს ხატვა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა,მაგრამ ლეონარდო ვერა და ვერ პოულობდა ადამიანს,რომელსაც უიდას მოდელად გამოიყენებდა. კარდინალი,რომელიც ამ ეკლესიის მოხატვას ხემძღვანელობდა,აჩქარებდა ლეონარდოს და სთხოვდა, რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა ფრესკა.
და,აი,დიდი ხნის ძებნის შემდეგ,ერთხელაც,ლეონარდომ ერთი ადამიანი შეამჩნია:სანიაღვრე თხრილში ეგდო, ახალგაზრდა იყო,მაგრამ ნაადრევად ჩამომჭკნარი, ჭუჭყიანი, მთვრალი და ჩამოძონძილი.ეტიუდებისათვის დრო არ რჩებოდა და ლეონარდომ მსახურებს სთხოვა ეს კაცი პირდაპირ ეკლესიაში მიეყვანათ,რაც შეუსრულეს კიდეც.
დიდი გაჭირვებით მიიყვანეს ეკლესიაში და ფეხზე დააყენეს.ლოთი ვერც კი ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს.ლეონარდოს ტილოზე გადაჰქონდა მის სახეზე აღბეჭდილი ცოდვიანობა,ამპარტავნება და ბოროტება.

სანამ სამუშაო დასრულდებოდა,მათხოვარი ოდნავ გამოფხიზლდა,თვალი გაახილა, ნამუშევარს შეხედა და შეშინებულმა შეჰყვირა:
– მე ერთხელ მინახავს ეს ნახატი!

– როდის –  გაოცდა და ვინჩი.
– სამი წლის წინ,სანამ ყველაფერს დავკარგავდი,იმ დროს გუნდში ვმღეროდი. ჩემი ცხოვრებაც ოცნებით სავსე იყო და მაშინ ვიღაც მხატვარმა ქრისტე დახატა ჩემი სახით.
იქნებ ბოროტებასა და სიკეთეს ერთი სახე აქვს? ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული,როდის გადავეყრებით ჩვენი ცხოვრების გზაზე.

ისტორიის ავტორი: პაოლო კოელიო

კომენტარები