წყალი

სერ ფილიპ სიდნის გმირობა

სერ ფილიპ სიდნი ინგლისელიპოეტი, მამაცი ჯარისკაცი და ღირსეული პიროვნება იყო. ნიდერლანდებში ერთ–ერთი ბრძოლის დროს იგი მძიმედ დაიჭრა და ბანაკამდე ძლივს მიიყვანეს სისხლისაგან დაცლილი და  მწყურვალი.
ბანაკში წყლის ნაკლებობა იყო, თუმცა ჯარისკაცებმა მაინც იშოვეს ცოტა თავიანთი დაჭრილი მეგობრისათვის. წყალი მიუტანეს და როდესაც პირთან მიიტანა თავის გვერდით ერთი დაჭრილი ჯარისკაცი შეამჩია,რომელიც მის თასს მიბნედილი თვალებით შესცქეროდა. სიდნიმ მყისვე მოაცილა პირი თასს და ჯარისკაცს მისცა: “შენ ჩემზე მეტად გჭირდება”.
სერ ფილიპ სიდნი მხოლოდ 32 წლის იყო და ამ ჭრილობისაგან  დაიღუპა. იგი გარდაიცვალა, თუმცა საქციელი რომელიც მან ჩაიდინა ისტორიას არ დაავიწყდება,  ვიდრე ქვეყნად ღირსეული, ადამიანური საქციელი იქნება დაფასებული.

კომენტარები