საქართველოშიც არის ტრანსპორტი, რომელსაც მხოლოდ ერთი მგზავრი გადაჰყავს

იმ ამბავმა, რომ იაპონიაში კუნძულ ჰოკაიდოზე არსებული რკინიგზის სადგური მხოლოდ ერთი მგზავრის გამო მუშაობს, შთამაგონა მომეპოვებინა ინფორმაცია საქართველოში მსგავსი მაგალითების შესახებ.

სამი წლის წინ, იაპონიის რკინიგზამ, სადგურის სიშორის გამო ამ მიმართულებით მატარებლის მიმოსვლის შეჩერება გადაყვიტა. თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ამ მატარებელს ერთადერთი მგზავრი ჰყავდა – მოსავლე გოგონა, რომელიც ყოველდღე სკოლაში დადიოდა.

მატარებელი სადგურზე მხოლოდ მისთვის ჩერდებოდა, დღეში ორჯერ, როცა გოგონა სკოლაში მიდიოდა და როდესაც იქიდან უკან სახლში ბრუნდებოდა.

იაპონიი რკინიგზის გადაყვეტილებით, სადგური აღარ დაიხურა და იფუნქციონირებს მანამდე, სანამ გოგონა სკოლას დაამთავრებს.

ბედნიერი ვარ, რომ თურმე მსგავსი მაგალითები საქართვლოშიც არსებობს. წელს მთაში ბავშვებს დაუნიშნეს მანქანები, რომ სკოლაში ატარონ. მათ შორის ვანოსაც – დილით მოვა მძღოლი, მანქანაში ჩაისვამს და სკოლაში მიჰყავს. საღამოთიც მას მოჰყავს და მშვიდობით აბარებს მშობლებს…

 არსებობს მაღალმთიანი რეგიონები, სადაც ერთი სკოლაა და ისეთი სკოლები სადაც რამდენიმე ან 1 ბავშვი სწავლობს. ასეთია ხანდოს ხეობა, სადაც ცხოვრობს 8 წლის უფლისწული – ვანო. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მისთვის დადის მანქანა, რომელსაც ვანო სკოლაში მიჰყავს და მოჰყავს. სანამ ეს მოხდებდა ხეობის სკოლა დაიხურა და ვანო სხვა სკოლამდე 18 კილომეტრს გადიოდა დედასთან ერთად.
როგორც დედამისი ამბობს : თავისი კლასელები იმდენად შეუყვარდა, რომ ამხელა გზაში სულ იმას ამბობდა, – იქნებ ცოტა ავჩქარდეთ, თორემ გაკეთილზე დამაგვიანდება და ჩემი კლასელები იფიქრებენ, სკოლაში არ მოვიდაო!

ისეთი ბიჭია, არც სახლში მოიწყენს, – ხან შეშას ჩეხს, ხან სხვა საოჯახო საქმეებში ეხმარება ოჯახს.

ხანდოს ხეობა დაცლილია, ამიტომ ბავშვი მარტო გაიზარდა, მეგობრების გარეშე. ვანოს სკოლაში წასვლა უხარია, იქ მეგობრები ჰყავს. როდესაც ეკითხებიან ეზარება თუ არა სკოლაში წასვლა ამბობს, რომ როგორ უნდა დაეზაროს როცა მანქანა ჰყავს. ამაში იმას გულისხმობს, რომ ყოველდღე მძღოლს მიჰყავს სკოლაში.

მისი სახლი თოვლიან და კალთაცარიელ მთას გადაჰყურებს. ამ კალთაზე ახლა აღარავინ ცხოვრობს, ისე, როგორც ხანდოს მთელ ხეობაში. ძალიან უყვარს თოვლი – დილაუთენია ეცემა კარს, დედის მოქსოვილ წინდიან ფეხს პირდაპირ თოვლში წაჰკრავს და მიდი, დაუშენს გუნდებს თავისი სახლის აივანს! აბა ვის ეგუნდავოს, როცა გარშემო არავინ არის. ხეობის უფლისულს ეს არ უკვირს, – რაც დაიბადა, 8 წელიწადია და ზამთარში ყოველთვის მარტო ფიფქების ,,ხმაური’’ ესმოდა. ამიტომ ხანდახან თოვლის პაპასაც გაეგუნდავება.

პატარა უფლისწულის ოქროსფერ თმას მაინც რაღაცნაირად იმედიანად ეფინება შუქი – აუცილებლად მოვა ის დრო, რომ ეს მთაც ახმაურდება და ეს ხეობაც. ერთხელ მივხვდებით, რომ სამოთხე მივატოვეთ, შეგვრცხვება და ამ სამოთხეს მოვუვლით. და იქნებ, ამ დროს პირველი ვანო იყოს, რომელიც დაცარიელებულ სახლებში ხალხის დაბრუნება შეძლებს.

ვანო ისევ მარტო თამაშობს თოვლში…

მალე ეს თოვლი გადნება, ზამტარი გადაივლის და გაზაფხული მოვა…

მინდა, რომ ოდესმე ისეთი გაზაფხული მოვიდეს, რომ ვანოსნაირი პატარა უფლისწულები მთაში სხვა ბიჭებთან ერთად დაიზარდონ!

იაპონიაში კუნძულ ჰოკაიდოზე არსებული რკინიგზის სადგური მხოლოდ ერთი მგზავრის გამო მუშაობს.

სამი წლის წინ, იაპონიის რკინიგზამ, სადგურის სიშორის გამო ამ მიმართულებით მატარებლის მიმოსვლის შეჩერება გადაყვიტა. თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ამ მატარებელს ერთადერთი მგზავრი ჰყავდა – მოსავლე გოგონა, რომელიც ყოველდღე სკოლაში დადიოდა.

მატარებელი სადგურზე მხოლოდ მისთვის ჩერდებოდა, დღეში ორჯერ, როცა გოგონა სკოლაში მიდიოდა და როდესაც იქიდან უკან სახლში ბრუნდებოდა.

იაპონიის რკინიგზის გადაყვეტილებით, სადგური აღარ დაიხურა და იფუნქციონირებს მანამდე, სანამ გოგონა სკოლას დაამთავრებს.

წყარო : kvirispalitra.ge, citylab.

კომენტარები