საფუძვლიანი იმედები

0
“რაგინდ მაცდურიც არ უნდა იყოს იმედი, მაინც საამო გზით გვატარებსო თვით სიცოცხლის დასასრულამდე” – იტყოდა ფრანგი ფილოსოფოსი ფრანსუა დე ლაროშფუკო და “იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმაო” – კვერს და 100 გრამიანს არ დაიზარებდა ერთდროს იმედიანი, ნიჭიერი , დღეს კი არყისა და აზარტული თამაშების მოყვარული თანამედროვე ქართველი.

რატომაც არა, თანამედროვე ქართულში ხომ ბევრნაირი იმედი არსებობს:

იმედი,რომ სამსახურს იშოვნის,
ბედი “გაეხსნება”,
პრობლემები აღარ ექნება,
სიგარეტს “გადააგდებს”,
საოცნებო მამაკაცს/ქალს შეხვდება,
ლატარიაში ან ტოტალიზატორში დიდ ფულს მოიგებს..
თუმცა “ბიჭებო მოდით ჩვენი ძმობის, ერთურთის იმედის, ბედნიერი და უზრუნველი მომავლისა დავლიოთო.” მაინც არ დაიშლის ჯერ კიდევ ახალგზარდა ბიჭი, რომელსაც ალბათ ხვდებით,რომ იმედის, ბედნიერებისა და უზრუნველი ცხოვრების შექმნისა რა მოგახსენოთ და ჭიქა არყისა კი აშკარად კარგად გაეგება.
ნეტავ რაში გვჭირდება ამგვარი იმედი?
არა, უიმედობისკენ არ გიბიძგებთ, უბრალოდ იმის თქმა მინდა,რომ იმედი არაფერია, თუ მას რაიმე არ უმაგრებს ზურგს:
ღვთის იმედი არაფერია, თუ მის უკან რწმენა არ დგას.
მომავლის იმედი არაფერია, თუ საფუძვლად გეგმა არ უდევს.
ოჯახის იმედი არაფერია, თუ დაფასება არ ახლავს თან.
სიყვარულის იმედიც ხომ არაფერია, თუ სიყვარული არ შეგვიძლია.
იმედი ნიშნავს იცოდეთ ვინ ხართ და რისი გაკეთება შეგიძლიათ. და ვინ ხართ განისაზღვრება იმ ღირებულებით რომლითაც ცხოვრობთ, ცოდნით, რომელიც გაქვთ და შესაძლებლობით,რომლებიც გაგაჩნიათ.
“ნუ გეშინიათ ცხოვრების.გქონდეთ საფუძვლიანი იმედები, გჯეროდეთ,რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირებული რამაა და თქვენი რწმენა შექმნის ფაქტებს.”

4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply