(სასწრაფოდ!) პოზიტიური ფიქრების დიეტა!

მთელი დღეა წერილი წერილზე მომდის მკითხველებისგან, მადლობა, ჩემო ძვირფასებო, რომ ასე აქტიურობთ და იჩენთ ინიციატივას, მადლიერი ვარ! ახლახანს მოვიცალე და გადავწყვიტე მოგილოცო 8 მარტი! ვფიქრობდი, რაზე დამეწერა, რა უფრო გაგიხარდებოდა, ან რა უფრო გჭირდება, შემდეგ თვალი გადავავლე ჩემი წინა პოსტის (“როგორ გავთავისუფლდეთ წყენისგან?”) გამოხმაურებებს და ავირჩიე…

მაშ, ასე!

ჩვენ ვიწყებთ! :)))

შენ გჭირდება პოზიტიური ფიქრების დიეტა!

მიზანი: გათავისუფლდე ნეგატიური შეგრძნებებისგან და პოზიტივით ისე აივსო, რომ პოზიტივოჰოლიკი გახდე :))) !!!

ამოცანა: პოზიტიური ფიქრების საშუალებით ჩვენი განწყობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება!

ხანგრძლივობა: უვადო!

ნამდვილად გჭირდება თუ არა?!

სიმპტომები: ცხოვრების ხარისხით უკმაყოფილება, ცუდი ძილი: უძილობა ან ძილიანობა, წყენა, უპატიებლობა, ხშირი უგუნებობა, უიმედობა, დარდი, შფოთვა, ქოთქოთი, უმადობა, გაცხოველებული მადა, მოუსვენრობა, დისკომფორტი და შენ წარმოიდგინე ზედმეტი სიგამხდრე ან ჭარბი წონაც კი…

დიეტის უნიკალური უპირატესობა: საკვები დიეტისგან განსხვავებით აქ შეგიძლია ფიქრებით იკვებო ღამის საათებშიც :)) …

აკრძალვა: თურქული და ინდური სერიალები :)))) (ვხუმრობ)…

ნამდვილი აკრძალვა: ისეთი ამბების მოსმენა, რაც არ არის შენი განსახილველი და უარესი – მათი განხილვა… რატომ უნდა ისაუბრო იმ საკითხზე, რაც უშუალოდ შენ არ გეხება ან შენ არ შეგიძლია მისი გადაჭრა?! ტელევიზორის ყურება დაიყვანე მინიმუმამდე – მე საერთოდ არ ვუყურებ 6 წელზე მეტია… გაანებე სხვების ცხოვრების განხილვას თავი – შენი მოაგვარე ჯერ!

დღის რაციონი:

საუზმე: მადლიერება – იღვიძებ იმ სიხარულით, რომ კიდევ ერთი დღე მოგეცა. გუნებაში გადათვლი მინიმუმ 10 მიზეზს, რის გამოც მადლიერი ხარ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თუ ვერ პოულობ, კარგად დაძებნე, თორემ მშიერი დარჩები ;)) !!!

სამხარი: ღიმილი – შეიძლება დილას მადლიერებით ისე დანაყრდი, რომ დიდად არ გეღიმება :))))), მაგრამ დიეტა მოითხოვს, ორიოდე ლუკმა ღიმილი მაინც შეირგე, თუ თვლი, რომ ბევრი მოგივა, სხვებს უწილადე, გაუღიმე და ისინიც დანაყრდებიან, ღიმილი ძალიან ნოყიერი ლანჩია, არ ღირს მისი გამოტოვება, სულ რომ არაფერი, სიცოცხლეს ახანგრძლივებს!!!

სადილი: ზრახვები – ფიქრობ მხოლოდ იმაზე, რაც გინდა, ეს რაციონის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია!!! დიეტას არ აინტერესებს შენი “მე სხვა სიტუაცია მაქვს”, “არ შემიძლია” ან “სადილს გამოვტოვებ”, “იმან ასე მაწყენინა”, “ეს ასე მოიქცა”, “ჯერ მზად არ ვარ”, “ხვალ ვიზამ”!!! იფიქრე იმაზე და მხოლოდ იმაზე, რაც გინდა და არაფერზე ამის გარდა… სადილს თუ გამოტოვებ, შეგიძლია დაუბრუნდე ჭარბწონიან ნეგატივთა საზოგადოებას და თქვა, რომ არც ეს დიეტა მუშაობს და ამ ქვეყანაზე საშველი არ არის და საერთოდ, რას გვიშვრება ეს მთავრობა!!!

თუ შენი გონება გეწინააღმდეგება “მე მინდა”-ზე და გაიძულებს იფიქრო იმაზე, თუ რა გიშლის ხელს, ეს ნორმალურია, ყველა ასე იწყებდა, ამდენი ნეგატიური ცელულიტის მოცილება ხუმრობა არ გეგონოს, შრომა უნდა, ბიძიკო :))) !!!

მოკლედ, თუ არ გინდა, რომ სადილზე მშიერი დარჩე და დიეტა დაარღვიო, მაქსიმალური ფოკური მოახდინე და მოერიე შენსავე გონებას, ბოლო ბოლო შენ ხარ მისი ბატონი თუ ის – შენი?!

ვახშამი: სიყვარული – გახსენი შენი გული და გამოუშვი სიყვარული ისე, რომ თვალები მუდმივად გიბრწყინავდეს, იფიქრე იმაზე, როგორ გიყვარს შენი საყვარელი ადამიანები, მე ასეთი ბევრი მყავს, ამიტომ ჩემი ვახშამი საკმაოდ ნოყიერია! :))) გამოხატე სიყვარული ისე, როგორც შეგიძლია, მაგრამ გამოხატე… მეტყვი, რომ არ გაქვს, ან არ შეგძლია? ვერ დავიჯერებ… შენ ჩაიკითხე ბოლომდე ეს უცნაური პოსტი და ბევრი დამაბნეველი ხუმრობის მიუხედავად, ჯერ კიდევ აგრძელებ კითხვას და გინდა მითხრა, რომ რაიმეს ვერ შეძლებ? არც კი აკადრო ამის თქმა საკუთარ თავს! შენ ყველაფერს შეძლებ!

ეჭვი გეპარება?

მე კი გეტყვი, რომ შენ შეგიძლია! შეგიძლია! შეგიძლია! შეგიძლია! შეგიძლია! გაიგე?

შეიძლება ეს პოსტი ცოტა უცნაურია ჩემს სხვა პოსტებთან შედარებით, მაგრამ შენ ნამდვილად გჭირდება პოზიტიური ფიქრების დიეტა! ის გაწმენდს შენს გულს, აგამსუბუქებს, აგალაღებს, აგაფრთიანებს! ეს დიეტა საკუთარ ცხოვრებას სრულიად სხვა თვალით შეგახედებს! გაუმჯობესდება შენი ურთიერთობების ხარისხი! იქნები მუდმივად ტონუსში!

გინდა იყო ბედნიერი?! – უბრალოდ, ყოველთვის იაზროვნე პოზიტიურად!
შენ იხუმრე და მე ამ დიეტას წლებია ვიცავ…

როგორ გინდა შთააგონო სხვები, უხელმძღვანელო, გაუძღვე, გაუკეთო მოტივაცია, როდესაც თავად ვერ ჩამოყალიბებულხარ?! შეიძლება ყველაფერი ეს სისულელედ ან ხუმრობად გეჩვენება და სერიოზულადაც კი ვერ აღიქვი, მაგრამ თუკი ერთხელ მაინც გინახავს ჩემი სურათი ან სურათები ან გქონია ჩემთან შეხება, ეს ზუსტად პოზიტიური ფიქრების დიეტის შედეგია!

იმედი მაქვს, კარგად დააკვირდები იმ ღია თუ ფარულ მესიჯს, რისი მოწოდებაც ამ პოსტით მინდოდა და ღირსეულად გამოიყენებ, მეც ზუსტად ეს მინდოდა :))!

P.S. იქნებ,შენ პოზიტიური აზროვნებისთვი შენებური მეთოდი გაქვს? გაგვიზიარე, ეს საკითხი ბევრს აინტერესებს!

P.P.S. გაინტერესებს პოზიტიურ აზროვნებაზე, შთაგონებასა და თვითშთაგონებაზე უფრო მეტი? დასვი კომენტარებში კითხვები, გიპასუხებ, რადგან სხვაგვარად არ ძალმიძს :)))) !

შენი სიყვარულით სავსე,

პოზიტიური აზროვნების დიეტოლოგი, შენი ერთგული მეგობარი,

თაკო მეფარიშვილი

კომენტარები