სამშობლო საუკეთესოა

ვარ სტუდენტი და ამჟამად ვიმყოფები ნორვეგიაში, სადაც ვსწავლობ ნორვეგიულ ენას. იმედი მაქვს, რომ ჩემი სტატია ვინმესთვის მაინც საინტერესო იქნება.

სანამ საქართველოდან წამოვიდოდი, ძალიან მინდოდა ქვეყნიდან წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემა არ მაქვს მაინც მინდოდა ქვეყნიდან წასვლა. არვიცი რატომ, თუმცა გაქცევა მინდოდა სადმე და ქვეყანას ნამდვილად არ ჰქონდა მნიშვნელობა.

ბევრი რომ არ ვისაუბრო, თუ როგორ მოხდა ჩემი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა, გეტყვით, რომ წელიწადნახევარი ვიმყოფები ნორვეგიაში და ამ პერიოდის განმავლობაში ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანასა და ქალაქში მომეცა მოგზაურობის საშუალება. ვიმოგზაურე ასევე ნორვეგიის გარშემო და სწავლის პარალელურადაც ცოტას ვმუშაობდი.
ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი შემხვდა, რომლებსაც საქართველო ძალიან უყვართ და უნდათ მოგზაურობა. რა თქმა უნდა, ეს ყველანი დავპატიჟე.

შემხვედრია ლატვიელი, რომელიც გიჟდება ქართულ ღვინოზე: თქვა ნიუ-ორკ-სა და საქართველოში მოგზაურობა ჩემი ოცნებააო და ამერიკაში უკვე ვიყავიო. ამ ადამიანს ძალიან უნდა სვანეთის ნახვა. ასევე შემხვედრია შვედი, რომელსაც ასევე უყვარს ქართული საფერავი. დაგვპირდა, რომ ჩამოვიდოდა და თავისი სიტყვა შეასრულა. შემხვედრია, ნორვეგიელი, რომელმაც თქვა ,, თქვენ გაქვთ ყველაზე საუკეთესო ალფაბიტი, რაც მე ოდესმე მინახავსო“. ერთ-ერთ სასტუმროში ვმუშაობდი, სადაც რუსი ტურისტები ისვენებდნენ და რომლებიც სიხარულით მიყვებოდნენ 2000 წელს ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადამხდარ ამბებს. მყავს მოლდოველი მეგობარი, რომელიც აფხაზეთშია ნამყოფი და ძალიან უნდა ბათუმში ჩამოსვლა. სლოვაკი კურსელი მყავს, რომელსაც ძალიან უნდა ჩამოვიდეს და რუს კურსელებზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ამ ხალხს მოსწონს ჩვენი კულტურა და ტრადიციები. მოსწონს ჩვენი სტუმართმმოყვარეობა. რამდენი ხალხი დამიპატიჟებია საქართველოში, თუმცა მათგან მსგავსი შემოთავაზება ერთხელაც არ გამიგონია.

და რა ხდება დღეს ჩვენს თავს?! ჩვენ თვითონ რატომ ვივიწყებთ და მოვიძულეთ, ის რითაც გამოვირჩევით დანარჩენი ხალხისგან?! ის, რაც დამახასიათებელია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის?!
ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს, გაგვაჩნია. ეს ხომ ადამიანური მომენტია. არ აფასებ სითბოს, სანამ არ შეგცივდება. არ აფასებ ადამიანს, სანამ არ გარდაიცვლება. საჭმლის ფასს მაშინ ხვდები, როდესაც მშიერი ხარ და ა.შ. ასეა ქვეყნის შემთხვევაშიც. ასმასთანავე, ათასობით პროპაგანდა მიდის ყველა ფეხის ნაბიჯზე, რათა ხალხს დაავიწყებინონ ის, რითაც ასე მდიდრები ვართ და ძალიან მწყდება გული, რომ დღესდღეობით ივიწყებს ხალხი იმ ყველაფერს, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და რითაც უნდა ვამაყობდეთ. ვერ ხვდებიან თუ რას ვკარგავთ და საით მივექანებით. თუმცა მჯერა, რომ უფრო მეტნი არიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველო და ქართველობა უყვართ, მიუხედავად ყველაფრისა.

და რა არის აქ?! თქვენ თუ გგონიათ, რომ ევროპაში დალაგებული სიტუაციაა ძალიან ცდებით. თითქმის მთელს ევროპაში არეული სიტუაციაა და უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია. ძალიან ბევრია აქ ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და იტალიიდან. იმ ხალხის ძალიან მიკვირს, ვისაც ჰგონია, რომ ოღონდ საქართველოდან გავიქცე და იქ ვიზამ რაღაცას. ეგ ტყუილია ხალხნო. აქ სამუშაობები არ ელოდება არავის და ძალიან რთულია თავის დამკვიდრება. თუმცა ასევე მესმის, რადგან ერთს დროს მეც ასე ვფიქრობდი. საქართველოსგან განსხვავებით აქ არავინ გელოდება სახლში და არავინ დაგეხმარება. მე აქაური მეგობრობის არ მჯერა.

კურსზე, სადაც ვსწავლობ, ჩემს გარდა კიდე 11 სხვადასხხვა ქვეყნიდან არიან სტუდენტები და იმათ შემხედვარე ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და რომ ქართველად დავიბადე.

ამდენი ხეტიალის შემდეგ მივხვდი, რომ შენს ქვეყანაში, ხალხში, ოჯახში ყოფნას არაფერი სჯობს. გარემოში, სადაც სიყვარულია, მიუხედავად გაწამებული ყოფისა. ნამდვილი სიყვარული, ერთგულება და მეგობრობაა. აი იმ გარემოში მინდა დაბრუნება, სადაც არის ოჯახი, რომელიც გელოდება და იცი დღის ბოლოს სადაც უნდა წავიდე. ოჯახი, რომელიც მუდამ ზრუნავს შენზე.

,,აი ის გარემო მენატრება ხალხნო, სადაც საღამოს სახლში დაბრუნებულს 3 წლის ძმიშვილი გეგებება კარებთან და გაჰკივის – ,,ბიძია, რა მომიტანე?“, ,,კინდერი ხომ მიყიდე ძია?“ – და 6 თვის სანდრო კი ინტერესით შემოგყურებს და აინტერესებს, თუ რაზე საუბრობთ. სამზარეულოდან კი დედა შემოგძახის, ყველაზე მზრუნველი და მოსიყვარულე – შვილო, ვახშამი მზადაა, მოდი და ივახშმეო’’. ხოლო ცოტა მოგვიანებით კი მოდის ერთადერთი ძმა, რომელიც ძალიან დაღლილია, თუმცა მიუხედავად დაღლილობისა, მაინც აიღებს წიქას ხელში, დალევს შენთან ერთად და ისაუბრებს საინტერესო თემებზე. ძმა, რომელიც ცოცხალი კედელლია, ყოველთვის მზადაა შენთვის სიცოცხლეც კი გასწიროს და წარმატებულად ასრულებს საკუთარ თავზე დაკისრებულ მოვალეობას, როდესაც შენ ათასობით კილომეტრის დაშორებით იმყოფები და მიუხედავად ამ სიშორისა, გამხნევებს და ძალას გმატებს’’.

ეს არის ჩვენი რეალობა ხალხნო, რომელსაც სხვაგან ვერ შეხვდებით. გიყვარდეთ საკუთარი ქვეყანა და ხალხი. დააფასეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი. ძალიან მაგარი ერი ვართ, ღვთისგან დალოცვილი. ცუდი და კარგი ყველგან არის და 2-3% გამო მთელ ერს ნუ მოიძულებთ. საჭიროა ქვეყნის გარეთ გასვლა, რათა დააფასო ყველაფერი უფრო მეტად და უცხოეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოახმარო საკუთარ ქვეყანას. რწმენა, კულტურა და ტრადიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

ერთმა სომალელმა მითხრა, როდესაც საქართველოზე ვუყვებოდი – ,,East and West, Home is The Best” –
და ეს მართლაც ასეა!

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ვარ სტუდენტი და ამჟამად ვიმყოფები ნორვეგიაში, სადაც ვსწავლობ ნორვეგიულ ენას. იმედი მაქვს, რომ ჩემი სტატია ვინმესთვის მაინც საინტერესო იქნება. სანამ საქართველოდან წამოვიდოდი, ძალიან მინდოდა ქვეყნიდან წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემა არ მაქვს მაინც მინდოდა ქვეყნიდან წასვლა. არვიცი რატომ, თუმცა გაქცევა მინდოდა სადმე და ქვეყანას ნამდვილად არ ჰქონდა მნიშვნელობა. ბევრი რომ არ […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ავთანდილ საგინაძე
მე ვარ ავთანდილ საგინაძე ბათუმიდან. დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის ტურიზმის ბაკულტეტი. ამჟამად ვიმყოფები ნორვეგიაში, სადაც ვსწავლობ ნორვეგიულ ენას.