სამყაროს მთელი სიბრძნე, მეფე სოლომონისგან

დილით ადრე, მეფე სოლომონი მზის ამოსვლას მთის მწვერვალზე შეხვდა. როდესაც ის მთიდან ჩამოვიდა, მთის ძირთან შეკრებილმა ადამიანებმა მიმართეს:

— თქვენ ჩვენთვის შთაგონების წყარო ხართ. თქვენი სიტყვები ჩვენს გულებს გარდაქმნის. ხოლო თქვენი სიბრძნე – გონებას გვინათებს. ჩვენ გვინდა რომ მოგისმინოთ. გვითხარით:

ჩვენ ვინა ვართ?

მან გაიღიმა და უპასუხა:

— თქვენ — ხართ ნათელი სოფლისა. თქვენ — ვარსკვლავები ხართ. თქვენ — ჭეშმარიტების ტაძარი ხართ. თითოეულ თქვენგანში სამყარო არის. გონება გულს დაუკავშირეთ, საკუთარ გულს ჰკითხეთ და სიყვარულით უსმინეთ. ნეტარ არიან ისინი, ვისაც ღმერთის ენა ესმით.

— ცხოვრების აზრი რა არის?

— ცხოვრება — გზა, მიზანი და ჯილდო არის. ცხოვრება — სიყვარულის ცეკვაა. თქვენი დანიშნულება — გაფურჩქნაა. თქვენი სიცოცხლე — სამყაროს ისტორიაა. და ამიტომ, ის ნებისმიერ თეორიაზე უფრო მშვენიერია. ცხოვრებისადმი ისეთი დამოკიდებულება იქონიეთ, როგორც ზეიმისადმი, რადგან ცხოვრება ყველაზე ღირებულია. ცხოვრებას დღევანდელობა ქმნის. ხოლო დღევანდელობის არსი — დღევანდელობაში ყოფნა არის.

— უბედურება გამუდმებით რატომ დაგვყვება?
— რასაც დასთესთ, იმას მოიმკით. უბედურება — თქვენი არჩევანია. სიღარიბე — ადამიანის ქმნილება არის. ხოლო წუხილი — იგნორირების ნაყოფია. დადანაშაულებით – ძალებს კარგავთ, ხოლო ვნებით – ბედნიერებას ფანტავთ. გამოიღვიძეთ, რადგან ღარიბია ის, ვინც ვერ აცნობიერებს საკუთარ თავს. ხოლო ის ვინც საკუთარ თავში ღმერთის სამეფოს ვერ იპოვის — უსახლკაროა. ღარიბდება ის, ვინც დროს უაზროდ კარგავს. ნუ იქცევით მცენარეებად. ნუ მისცემთ ბრბოს უფლებას, რომ თქვენი სული გათელოს. და არ იქცევა თქვენი სიმდიდრე, თქვენსავე წყევლად.

— როგორ დავძლიოთ განსაცდელი?
— ნურასდროს განიკიცხავთ საკუთარ თავს, რადგან თქვენ ღვთიურები ხართ. ნუ შეადარებთ და ნუ გაყოფთ. ყველაფრისთვის მადლიერები იყავით. იხარეთ, რადგან სიხარულს საოცრების მოხდენა შეუძლია. გიყვარდეთ საკუთარი თავი, რადგან საკუთარი თავის მოყვარულს ყველაფერი უყვარს. მადლიერი იყავით საფრთხის, რადგან მამაცები მოიპოვებენ ნეტარებას. ილოცეთ სიხარულის დროს — და უბედურებას აირიდებთ. ილოცეთ, მაგრამ ღმერთს ნუ შეევაჭრებით. და იცოდეთ, განდიდება — საუკეთესო ლოცვაა, ხოლო ბედნიერება — საუკეთესო საკვებია სულისთვის.

როგორია ბედნიერებისკე სავალი გზა?
— ბედნიერები არიან მოსიყვარულენი; ბედნიერები არიან მადლიერნი; ბედნიერები არიან საკუთარ თავში სამოთხის მპოვნელნი; ბედნიერები არიან სიხარულით გამცემნი და სიხარულით მიმღებნი; ბედნიერები არიან მაძიებელნი; ბედნიერები არიან გაღვიძებულნი; ბედნიერები არიან უფლის ხმის გამგონნი; ბედნიერები არიან საკუთარი დანიშნულების შემსრულებელნი; ბედნიერები არიან ჰარმონიაში მყოფები; ბედნიერები არიან სამყაროს სილამაზის შემცნობნი; ბედნიერები არიან ბრძენნი; ბედნიერები არიან საკუთარი თავის შემცნობნი; ბედნიერები არიან სიცოცხლის მადიდებელნი; ბედნიერები არიან აღმშენებელნი; ბედნიერები არიან თავისუფალნი; ბედნიერები არიან მიმტევებლნი;

რაში არის სიუხვის საიდუმლო?
— თქვენი სიცოცხლე — ყველაზე დიდი განძია ღმერთის საგანძურში. ხოლო ღმერთი — განძია ადამინის გულში. სიმდიდრე თქვენში ამოუწურავია, ხოლო სიუხვე თქვენს გარშემო უსაზღვროა. მსოფლიო საკმარისად მდიდარია იმისთვის, რომ ყველა გამდიდრდეს. ამიტომ, რაც უფრო მეტს გასცემთ, მით მეტს მიიღებთ. სიუხვე თქვენი კარის ზღურბლზე დგას. გაიხსენით მისთვის და ყველაფერი ცხოვრების ოქროდ აქციეთ. ნეტარ არიან ისინი, ვინც საკუთარ თავში სიმდიდრეს იპოვიან.

როგორ ვიცხოვროთ ქვეყანაზე?
— შეითვისეთ ყოველი წუთი, ყოველი წამი თქვენი ცხოვრებისა, რადგან დაკარგული დრო სევდას და მწუხარებას ბადებს. და რაც შიგნით არის, გარეთაც ის გამოდის. მსოფლიოს წყვდიადი — გულში არსებული წყვდიადი არის. ბედნიერება — მზის ამოსვლაა. უფლისშეცნობა — სინათლესთან შერწყმა. გაცნობიერება — ათასი მზის ნათება. ნეტარ არიან სინათლის მსურველნი.

ოგორ ვიპოვოთ ჰარმონია?

— უბრალოდ იცხოვრეთ. ნუ მიაყენებთ სხვას ზიანს. სხვისი ნუ შეგშურდებათ. საკუთარი ცხოვრება მშვენიერებას მიუძღვენით. შექმენით ხელოვნებისთვის და არა აღიარებისთვის. გულისხმიერებით მოეპყარით ახლობელს. შეალამაზეთ წარსული და დაივიწყეთ. სამყაროს ახალი შემატეთ – სულიერი ან მატერიალური. შეავსეთ თქვენი სხეული სიყვარულით და იყავით სიყვარულის ენერგიის მატარებელნი, რადგან სიყვარული ყველას აკეთილშობილებს. სადაც სიყვარულია — ღმერთიც იქ არის.

— როგორ მივაღწიოთ სრულყოფილებას?

— ბედნიერები სხვებს გარდაქმნიან. უბედურები კი – მონებად რჩებიან, რადგან ბედნიერებას თავისუფლება უყვარს. ჭეშმარიტად, ბედნიერება იქ არის, სადაც თავისუფლებაა. დაეუფლეთ ბედნიერების ხელოვნებას. გაიხსენით სამყაროსთვის და სამყარო გაიხსნება თქვენთვის. და შეხედეთ ყველას სიყვარულით. – და მან დაამატა — და ბევრი რამ თქვენთვის მდუმარებით გაიხსნება… ოღონდ, იყავით ის, ვინც ხართ!

იცხოვრეთ ჰარმონიაში! იყავით ის, ვინც ხართ!

ლალი ადიკაშვილი

კომენტარები