პლაცებო

რწმენას საოცრებების მოხდენა შეუძლია – პლაცებოს ეფექტი

  • რწმენას შეუძლია საოცრებების მოხდენა.
  • სწორედ რწმენამ ჩანერგა და მისცა სიცოცხლე პლაცებოს ეფექტს.

ტერმინი „პლაცებოს ეფექტი“ პირველად შემოიტანა ამერიკელმა ექიმმა, ჰენრი ბიჩერმა 1955 წელს, თუმცა ის ჯერ კიდევ 1700-იან წლებში აღმოაჩინეს. ეს ეფექტი ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის დარგის საკმაოდ იდუმალი მოვლენაა და მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებადაა შესწავლილი, ფართოდა ცნობილია საზოგადოებაში.

პლაცებოს ეფექტი – მოვლენაა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ეძებს დაავადების განკურნების დამოუკიდებელ გზებს, მოქმედი წამლებს გარეშე, მხოლოდ იმიტატორების გამოყენებით. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოჯანმრთელება გამოყენებული პრეპარატის ეფექტურობის რწმენის შედეგად მოდის.

ბოლო დროს, მედიცინაში პლაცებოს ეფექტის ფართო გამოყენება დაიწყეს. ხანდახან, ექიმები მიზანმიმართულად უნიშნავენ  პლაცებოს პაციენტების გარკვეულ წრეს (მაგალითად: იპოქონდრიკებს – საკუთარი ჯანმრთელობით შეშფოთებულ ადამიანებს), ან ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ნერვიულობენ რაღაცაზე და უძილობით დატანჯულ ადამიანებს. რაც ყველაზე საოცარია, ასეთ შემთხვევებში ეს პრეპარატი ყველაზე კარგად მოქმედებს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (პლაცებო მოქმედებს ორგანიზმზე მაშინაც კი, როდესაც პაციენტმა იცის, რომ ეს პლაცებოა). ზუსტად ამაში მდგომარეობს ამ პრეპარატის იდუმალება.

თუმცა, პასუხი მაინც მოიძებნება: აქ არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ექიმის ავტორიტეტი (აქვს მას წოდება „დამსახურებული“, პროფესორი, თუ ა.შ.) და ასევე, გადამწყვეტია ტაბლეტის გარეგნობაც (ფერი და ფორმა).

გაითვალისწინეთ!

  1. პლაცებოს ეფექტი უფრო კარგად მოქმედებს ბავშვებზე, ვიდრე ზრდასრულებზე.
  2. ორივე შემთხვევაში, შესაძლებელია მიჩვევა.
  3. რაც უფრო ძვირია წამალი, უფრო ძლიერია პლაცებოს ეფექტი.
  4. ეფექტის ძალა დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე (ამის ნათელი მაგალითია აშშ-ს მოსახლეობა, მიდრეკილი იპოქონდრიისკენ. ზუსტად ამიტომ, ქვეყანაში ასე ფართოდაა გავრცელებული ვაქცინაციის რეკლამა).
  5. პლაცებო სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმდებს. ვინმეზე, შესაძლოა, ასთმის პროვოცირება მოახდინოს, ვიღაცას კი, პირიქით – შეუმსუბუქოს ტანჯვა).

საინტერესო ფაქტები პლაცებოს ეფექტზე

„ტვინს თავად შეუძლია, შექმნას სამოთხე ჯოჯოხეთისგან და ჯოჯოხეთი სამოთხისგან“ – ჯონ მილტონი (ინგლისელი პოეტი და მეაზროვნე).

უილიამ ოსლერმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ექიმმა, საუკუნის დასაწყისში, დარწმუნებით განაცხადა, რომ ნებისმიერი სპეციალიზაციის ექიმის წარმატება უმეტესად დამოკიდებულია მის ხასიათსა და ქცევებზე, და ასევე – პაციენტის რწმენაზე პრეპარატის მოქმედებასა და ექიმის ყოვლისშემძლეობაში.

განკურნების დაუჯერებელი შემთხვევები

შემთხვევა 1. ტვინის ოპერაცია.

ერთ-ერთ საავადმყოფოში ჩაატარეს შემოწმება: პარკინსონის დაავადების მქონე პირველ ჯგუფს ჩაუტარეს სპეციალური ნერვიული უჯრედების ტვინში გადანერგვის ოპერაცია. ექსპერიმენტის დანარჩენ მონაწილეებს კი, უბრალოდ შეატყობინეს, რომ ჩაუტარეს ანალოგიური ოპერაცია, თუმცა არანაირი ქირურგიული ჩარევები არ გაუკეთებიათ. ამავდროულად, ატარებდნენ ორმაგ „ბრმა“ კონტროლს, ანუ არც პაციენტებმა და არც საავადმყოფოს პერსონალმა არ იცოდა სინამდვილეში, ვის გადაუნერგეს ახალი უჯრედები. ერთი წლის შემდეგ კი, პაციენტების ორივე ჯგუფში შენიშნეს გამოჯანმრთელების ტენდენცია.

შემთხვევა 2. გამაყუჩებელი.

1944 წელს (სამხრეთ იტალიისთვის ბრძოლების დროს), ამერიკელ ექიმს გაუთავდა გამაყუჩებელი, და იმისათვის, რომ დახმარება გაეწია დაჭრილი ჯარისკაცისთვის, მისცა ჩვეულებრივი წყალი საჭირო წამლის სახელწოდებით. გასაოცარია, რომ დაჭრილს შეუმცირდა ტკივილი.

შემთხვევა 3. სიმსივნის განკურნება შესაძლებელია.

ბოლო მაგალითი არანაკლებ გვაოცებს რწმენის ძალით: მამაკაცს, 61 წლის ასაკში დაუსვეს ყელის სიმსივნის დიაგნოზი. როგორც კი გაიგო თავისი დაავადების შესახებ, დროის მცირე მონაკვეთში, მან 44 კგ დაკარგა, დღითიდღე ურთულდებოდა სუნთქვა და კვება. სიცოცხლის შენარჩუნების ალბათობა 5%-ის ტოლი იყო. დიდი ფიქრის შემდეგ, ექიმებმა გადაწყვიტეს სხივური თერაპიის კურსის ჩატარება, ექიმ კარლ საიმონტონის ხელმძღვანელობით, რომელმაც წინასწარ შეასწავლა პაციენტს თვითდარწმუნების ტექნიკა და ასე დააყენა გამოჯანმრთელების გზაზე. კაცის ამოცანა შემდგომში მდგომარეობდა: ყოველდღე უნდა ეთქვა საკუთარი თავისთვის, რომ სიმსივნის უჯრები გამოჰყავთ ორგანიზმიდან ღვიძლისა და თირკმელების გზით. შედეგი გამაოგნებელი იყო – 2 თვეში მამაკაცმა დაიბრუნა თავდაპირველი წონა, ძალები და რაც ყველაზე მთავარია, სიმსივნის ნიშნებიც გაქრა.

ნოცებო „მედლის უკანა მხარე“

პლაცებოს ჰყავს მტერი, რომელსაც „ნოცებო“ უწოდეს. ის მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. არსებობს ბევრი შოკისმომღვრელი შემთხვევაც. მაგალითად, როდესაც პაციენტმა გაიგო თუ როგორ გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატმა, გარდაიცვალა.

მარტივად რომ ვთქვათ, პლაცებო და ნოცებო – ერთი მედლის ორი მხარეა და რომელი მათგანი გამოვლინდება კონკრეტულ შემთხვევაში, დამოკიდებულია არა მარტო პაციენტის მოლოდინებზე, არამედ ექიმის კომპეტენციაზეც, რომელიც უნიშნავს მოცემულ პრეპარატებს.

კომენტარები