როგორ ვიშოვოთ ფული მარტივად – ებრაელი ექიმის სახალისო ისტორია

ებრაელი ექიმი ვერ შოულობდა სამსახურს ამერიკის სავადმყოფოებში, ამიტომ გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პატარა კერძო კლინიკა.

მან კლინიკასთან განათავსა შემდეგი სარეკლამო დაფა: იმკურნალეთ $20–ად და ჩვენ დაგიბრუნებთ $100,
თუ არ განიკურნებით.

ამერიკელმა იურისტმა გადაწყვიტა, რომ ეს არც თუ ისე ცუდი გზა იყო 100 დოლარის გამოსამუშავებლად და კლინიკაში შევდა.

შედგა შემდეგი სახის დიალოგი:

იურისტი: მე გემოს შეგრძნება დავკარგე.
ექიმი: დაო, მოიტანეთ წამალი №22 და პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი.
იურისტი: ფუ! ეს ხომ ნავთია!
ექიმი: გილოცავთ, თქვენ გემოს შეგრძნება დაგიბრუნდათ. თქვენზე $20–ია.

გაღიზიანებულმა იურისტმა გადაიხადა თანხა, მაგრამ დაბრუნდა რამოდენიმე დღის შემდეგ ფულის დასაბრუნებლად.

იურისტი: მეხსიერება დავკარგე, ვერაფერს ვერ ვიხსენებ.
ექიმი: დაო, მოიტანეთ წამალი №22 პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი.
იურისტი უკმაყოფილოდ: ეს ხომ ნავთია. ეგ პირველად რომ მოვედი მაშინ ჩამაწვეთეთ.
ექიმი: გილოცავთ, თქვენ მეხსიერება დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარია.

გაცოფებულმა იურისტმა გადაიხადა ფული, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მაინც დაბრუნდა, რათა მოეხერხებინა 100 დოლარის მიღება.

იურისტი: მე მხედველობა დამიქვეითდა. ფაქტიურად ვერაფერს ვერ ვხედავ.
ექიმი: სამწუხაროდ ასეთი დაავადების სამკურნალო წამალი არ მაქვს. ინებეთ თქვენი 100 დოლარი.
იურისტმა ბანკნოტს დახედა და წამოიძა:
– ეს ხომ 20 დოლარია და არა ასი!
ექიმი: გილოცავთ, თქვენ მხედველობა დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარია.

წყარო

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

ებრაელი ექიმი ვერ შოულობდა სამსახურს ამერიკის სავადმყოფოებში, ამიტომ გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პატარა კერძო კლინიკა. მან კლინიკასთან განათავსა შემდეგი სარეკლამო დაფა: იმკურნალეთ $20–ად და ჩვენ დაგიბრუნებთ $100, თუ არ განიკურნებით. ამერიკელმა იურისტმა გადაწყვიტა, რომ ეს არც თუ ისე ცუდი გზა იყო 100 დოლარის გამოსამუშავებლად და კლინიკაში შევდა. შედგა შემდეგი სახის დიალოგი: იურისტი: მე გემოს შეგრძნება დავკარგე. […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი