როგორ დავისახოთ მიზანი და მივაღწიოთ მას?

ჯიმ ქესკერტი, სინტია ქერსი და ბრაიან ტრეისი გვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს.
ჯიმ ქესკერტი: პროფესიონალი ორატორი და მწერალი. ქესკერტის ინსტიტუტის დაამარსებელი. მისი ბესთსელერი წიგნის სახელია : “რკოს პრინციპი”;
ბრაიან ტრეისი: მოტივაციური მრჩეველი ბიზნესის, გაყიდვების, პიროვნული განვითარებისა და მენეჯმენტის საკითხებში. მისი ბესთსელერი წიგნია: “როგორ მივიღოთ ყველაფერი,რაც გვსურს, იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდით,რომ შეგვეძლო”.
სინტია ქერსი : მოტივაციური მრჩეველი და მწერალი. მისი ბესთსელერი წიგნია: “შეუჩერებელი: თქვენი მსგავსი ადამიანების მიზანსწრაფულობისა და ტრიუმფის 45 ისტორია”;
თარგმანი: 4motivi.com
როგორ დავისახოთ მიზანი და მივაღწიოთ მას?
კითხვა: რატომ უნდა დავისახოთ მიზნები?
ბრაიან ტრეისი:წარმატების მსურველი ადამიანი მიზანზე უნდა იყოს ორიენტირებული. უნდა ნათლად იცოდეს რა სურს და ყოველდღიურად ესწრაფვოდეს მის მიღწევას. მიზნის დასახვა წარმატების მიღწევის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. მიზანი გვაძლევს მოტივაციას, გვეხმარება პოზიტიურ აზროვნებაში, ბადებს ახალ იდეებსა და შესაძლებლობებს. “მიზანში  გაარტყამთ, თუ სამიზნეს ვერ ხედავთ?”.
წარმატების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა ასეთია: “რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოხვედით, მთავარია, საით მიდიხართ”. და “საით მიდიხართ” განისაზღვრება იმ მიზნებისდა მიხედვით, რომლებიც დაისახეთ. ნათელი მიზნები გვმატებენ თავდაჯერებულობას, კომპეტენციას და მოტივაციის მაღალ დონეს გვჩუქნიან.
სინტია ქერსი:
ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი გამონათქვამი გამახსენდა: აბრაამ ლინკოლნი ამბობს: “მომავლის წინასწარმეტყველების საუკეთესო გზაა, რომ შექმნა იგი.“ მხოლოდ მიზნების დასახვა გვაძლევს საშუალებას ჩვენი სურვილები რეალობად ვაქციოთ.
კითხვა: რატომ უნდა განვაგრძნო მიზნების დასახვა,როდესაც რეალურ შედეგებს ვერ ვხედავ?
 
ბრაიან ტრეისი: ხშირად ადამიანები პირველივე ცდაზე ნებდებიან. მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა წინააღმდეგობები, დაბრკოლებები და პრობლემები,რომლებიც ჩნდებიან მაშინ,როდესაც რაიმეს კეთებას მოვისურვებთ.(ასევე წაიკითხეთ: ბრაიან ტრეისი:ჩვევა,რომელმაც მილიონობით დოლარი მომიტანა ) ფაქტია,რომ წარმატებულებს ბევრად უფრო მეტი მარცხი აქვთ განცდილი, ვიდრე წარუმატებელ ადამიანებს. წარმატებული ადამიანი ძალიან ბევრს ცდილობს, ძირსაც ბევრჯერ ეცემა, თუმცა მაინც ფეხზე წამოდგება და  მანამ ცდის, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს.
წარმატების ხელისშემშლელი ორი ძირითადი ფაქტორი არსებობს: შიში და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა. დამარცხების, სიღატაკის, დაკარგვის, ტკივილის და წარუმატებლობის შიში ბევრ ადამიანს აბრკოლებს და მეორედ ცდის სურვილს უკარგავს.
მეორე მენტალური წინააღმდეგობა ძალიან ახლოსაა შიშთან და მას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანას უწოდებენ. ცუდია,რომ ეჭქვეშ ვაყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს. ხშირად დაუფიქრებლად ვადარებთ თავს სხვა ადამიანებს და ვფიქრობთ,რომ ისინი რაღაცით გვჯობიან – უფრო ჭკვიანები და კომპეტენტურები არიან. “არ ვარ საკმარისად ჭკვიანი და ძლიერი” – გავიფიქრებთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანას ვიწყებთ. კარგი ისაა,რომ ორთავე კომპლექსის დაძლევა თავისუფლად შესაძლებელია.
არსებობს რაიმე,რაზეც უნდა ვიფიქროთ ვიდრე დავჯდებით და ჩვენს მიზნებს ჩამოვწერთ?
 
სინტია კერსი: ვფიქრობ, ვიდრე სიის შედგენას შეუდგებოდეთ სჯობს უფრო ღრმად ჩაიხედოთ თქვენს თავში. რას ანიჭებთ ცხოვრებაში ყველაზე დიდ უპირატესობას? რისი კეთება გსიამოვნებთ? სად პოულობთ საკუთარ თავს? რა სარგებელი შეგიძლიათ მოუტანოთ საზოგადოებას?
დასვით კითხვა: როგორ მსურს ვახსოვდე სამყაროს და ადამიანებს? ჩამოწერეთ ის თვისებები და მოქმედებები ,რომლითაც გსურთ,რომ დაამახსოვრდეთ თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, თანამშრომლებს, საზოგადოებასა და მსოფლიოს. ამ გზით აღმოაჩენთ თქვენს ნამდვილ მისწრაფებებსა და ღირებებულებს. ნათლად განსაზღვრა იმისა, თუ რა გსურთ წარმატებისაკენ გადადგმული ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
კარგით, უკვე მაქვს მიზნების ჩამონათვალი და ახლა როგორ მოვიქცე?
 
ჯიმ ქესკერტი: განსაზღვრეთ რა უფრო მეტად გჭირდებათ. ხშირად როდესაც ერთ დიდ მიზანს ვაღწევთ სხვა პატარა სურვილებსაც ავტომატურად ვისრულებთ. დასვით კითხვა: რომელია საუკეთესო გზა და არჩევანი? ნუ დაედევნებით 10 კურდღელს ერთად, აირჩიეთ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი –  სხვა დანარჩები თავისით მოვა.
ბრაიან ტრეისი: შეიმუშავეთ გეგმა:
*დაფიქრდით და ჩამოწერეთ ყველაფერი,რისი გაკეთებაც მოგიწევთ მიზნის მისაღწევად;
*დაალაგეთ ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით;
* დაიცავით თანმიმდევრობა: რა რის შემდეგ უნდა გაკეთდეს?
*თქვით, რამდენი დრო და ფული დასჭირდება თქვენი ამოცანის შესრულებას;
* გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გადახედეთ და შეასწორეთ გეგმის პუნქტები ;
კითხვა: როგორ შევინარჩუნო მიზნის მიღწევის მოტივაცია მუდმივად?
 
ჯიმ ქესკერტი: დაალაგეთ თქვენი პრიორიტეტები. გარს შემოიკრიბეთ ადამიანები,რომლებიც პოზიტიურ რჩევებს და სტიმულს გაძლევენ. გააკეთეთ არჩევანი, თუ ვისთან ერთად გაატარებთ დროის უმეტეს ნაწილს. სახლი და სამუშაო ადგილი ისე მოაწყვეთ,რომ სხვადასხვა საგნები მუდმივად გახსენებდეთ თქვენს დანიშნულებას. გარდაქმენით თქვენი ჩვევები თვისებებში,რომლებიც მიზნის მისაღწევად გჭირდებათ და გახდით ადამიანი, რომელიც შესძლებს და იმსახურებს მის მიღწევას.

კომენტარები