მიზანი

როგორ გარდავქმნათ ოცნება მიზნად?

არა აქვს მნიშვნელობა, როგორი წარმატებული ცხოვრებით ვცხოვრობთ და რამდენი მიზნისთვის მიგვიღწევია, მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს ოცნება, რომლის რეალიზაცია ჯერ კიდევ ვერ მოგვიხერხებია. რატომ ხდება ასე?

რატომღაც ეს იგავი გამახსენდა:
ერთხელ ერთი კაცი სამოგზაუროდ წავიდა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა ერთ ადგილას შეჩერდა და მოხუცებულ კაცს ჰკითხა:
–   ეს გზა საით წამიყვანს?
– თქვენ სად გინდათ წახვიდეთ? – კითხვა დაუბრუნა მოხუცმა.
– ზუსტად არ ვიცი –  უპასუხა მოგზაურმა.
– კარგით მაშინ რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის. აირჩიეთ ნებისმიერი გზა – უპასუხა მოხუცმა.
ალბათ ხვდებით,რომ იგავი მიზნების დასახვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, მოხუცს კი ვერაფერს ვეტყვით: თუ არ ვიცით საით უნდა წავიდეთ, მაშინ საერთოდ სად მივდივართ? იქნებ მხოლოდ ოცნება საკმარისი არაა გზების მოსაძებნად?! რატომ ვერ ვისრულებთ მათ და რატომ  მუდმივად  მიზეზებზე ვფიქრობთ, როცა თავისუფლად შეიძლებოდა გამოსავალზე გვეფიქრა??? ალბათ ასე შორს ვერ წავალთ…

რა იქნებოდა…
ზოგჯერ მხოლოდ შიშის გამო, უფრო ხშირად კი ჩვენივე პესიმისტური დამოკიდებულების წყალობით მივდივართ დასკვნამდე, რომ ოცნება ოცნებად უნდა დარჩეს. ფაქტია,რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანები, ოცნების ასრულების ხელისშემშლელ ფაქტორებზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე მისი ასრულების გზების ძიებაზე.
  • რა იქნებოდა საკმარისი ფული,რომ მქონდეს.
  • რა იქნებოდა საკმარისი დრო,რომ გამომენახა.
  • რა იქნებოდა მქონოდა საკმარისი ცოდნა,ნიჭი და გამოცდილება.
მგავსი მიზეზები ბუნებრივია ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს და შესანიშნავ ახსნა-განმარტებადაც გამოგვადგება იმისა, თუ რატომ არ შეგვიძლია იმის გაკეთება, რაც ასე ძალიან გვსურს.

“ჩემი ოცნებაა გავხდე წარმატებული ბიზნესმენი, რა იქნებოდა ამის შესაძლებლობა მქონოდა?!”

მშვენიერია, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა… ოცნებების რეალიზაცია ბევრად მეტს მოითხოვს თქვენგან და თუ მათი ასრულება არ გსურთ, ამ შემთხვევაში, დაგეთანხმებით: დასვენებული გონება, რბილი ბალიში, სასიამოვნო ნიავი და დახუჭული თვალები ოცნებისათვის საუკეთესო მდგომარეობაა…
ოცნებიდან მიზნებამდე.
“ჩემი მიზანია გავხდე წარმატებული ბიზნესმენი, როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა?!”
თუ კარგად დააკვირდებით მიხვდებით, რომ ზემოთხსებულ წინადადებაში მხოლოდ ერთი სიტყვა შევცვალე და ასე გადავედი ოცნებიდან მიზნებზე (მხოლოდ ფიქრებში, მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება).
მიზნებისათვის საუკეთესო მდგომარეობა ფხიზელი გონება, მაქსიმალური კონცენტრაცია, ფიქრი და მოქმედებაა. ისინი გვაიძულებენ ფეხზე წამოვდგეთ, ფართოდ გავახილოთ თვალები,დავადგეთ გზას და ვიშრომოთ მათი მიღწევისათვის.
ოცნებების მიზნებად ჩანაცვლებით ჩვენ ვიწყებთ მათი სრულიად განსხვავებული კუთხით ყურებას, კონცენტრირებას ვახდენთ მიღწევის გზებზე და არა პრობლემებზე,  რომლებიც წინ გვეღობება.
ჩვენ შეიძლება ვერასოდეს ავისრულოთ ოცნებები, ეს ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ფაქტია რომ ქვეყნად არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებიც წარმოუდგენლად რთულ მიზნებს ისახავენ ყოველდღიურად და ამ გზით ისრულებენ იმ გიჟურ ოცნებებს რომლებიც გააჩნიათ. და თუ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, თქვენც აუცილებლად გამოგივათ.
როგორ მივდივართ მიზნამდე?
იქნებ ისევ მიზეზებს ეძებთ? იქნებ თქვენსავე პრაქტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას მიყავხართ იმ შიშნარევი მიზეზების ძიებამდე, რომლებიც ასე სასტიკად ჩაგყურებენ თვალებში და გეუბნებიან “არა, შენ ეს არ შეგიძლია.”?
თქვენ კი რასაკვირველია, თვალსაც ვერ უსწორებთ მათ და კვლავ საკუთარი პესიმიზმის ტყვეობაში გამოკეტილები იმეორებთ:
  • რა იქნებოდა საკმარისი ფული,რომ მქონდეს?
  • რა იქნებოდა მქონდეს საკმარისი დრო…
ჯანდაბა, ნეტავ იმაზე თუ გიფიქრიათ, რა იქნებოდა რომ შეგეწყვიტათ ამის თქმა და აზროვნებისა და დამოკიდებულების შეცვლაზე გეზრუნათ?!
ამ ეტაპზე გირჩევდით,რომ ზემოთხსენებულ წინადადებაში “რა იქნებოდას” ნაცვლად “როგორ შეიძლება?” ჩაგესვათ.
  • როგორ შეიძლება საკმარისი ფული ვიშოვნო?
  • როგორ შეიძლება მქონდეს საკმარისი დრო?
  • როგორ შეიძლება მივიღო საკმარისი ცოდნა, გამოცდილება?
  • როგორ შეიძლება გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები და ნიჭი?
სრულიად განსხვავებულია მიდგომაა არა? თუმცა მინდა გითხრათ, ეს მიდგომაც იგივე პრაქტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას ემყარება, რომელსაც თქვენ ასე გამალებით იყენებდით იმისათვის, რომ ოცნებების ასრულებისათვის ბძროლაზე უარი გეთქვათ – ახლა კი ოცნების მიზნად გარდაქმისათვის კი სიტყვების, დამოკიდებულებისა და აზროვნების ცვლილება დაგვჭირდა.
დაუსვით თქვენს თავს რაც შეიძლება მეტი კითხვა და შეეცადეთ გასცეთ სერიოზული პასუხები:
  • თუ ფული ბარიერს წარმოადგენს, როგორ შეიძლება იშოვნოთ უკეთესი სამსახური? შექმნათ და გაყიდოთ რაიმე პროდუქტი? აიღოთ სესხი?
  • თუ დრო გაბრკოლებთ, როგორ შეიძლება ადგეთ უფრო ადრე? დაიძინოთ უფრო გვიან? დაგეგმოთ დღე? შეამციროთ იმ საათების ოდენოდა, რომელზედაც ფიქრობთ, რომ უსარგებლოდ ატარებთ?
  • თუ საკმარისი ცოდნა არ გაქვთ როგორ შეიძლება ისწავლოთ ის, რაც გჭირდებათ? გაიაროთ შესაბამისი კურსი? წაიკითხოთ წიგნი? დაუსვათ შეკითხვები გამოცდილ ადამიანებს და მიიღოთ პასუხები?
ამგვარი აზროვნებით დაკავება გვეხმარება გადავლახოთ ბარიერები,რომელთაც თავს ჩვენივე პესიმისტური დამოკიდებულებით ვუქმნიდით.
კარგით, მოდით ისევ დავუბრუნდეთ ჩვენს ოცნებას და გავისხენოთ რას ვამბობდით:

“ჩემი ოცნებაა გავხდე წარმატებული ბიზნესმენი. რა კარგი იქნებოდა ამის შესაძლებლობა, რომ მქონოდა?!”

ახლა კი შევცვალოთ ჩვენი სიტყვები, დამოკიდებულება და ვთქვათ:

“ჩემი მიზანია გავხდე წარმატებული ბიზნესმენი. ვიფიქრებ როგორ შევძლებ ჩემი იდეის განხორციელებას,შევქმნი გეგმას, ყოველ დილით ადრე ავდგები, გამოვყოფ დროს, რომ შევიძინო მეტი ცოდნა, ვიშრომო მეტი და გამოვიმუშაო საჭირო ფული.”

მხოლოდ, ჩვენი დამოკიდებულებისა და აზროვნების შეცვლით იქცევა შეუძლებელი ოცნება აბსოლიტურად შესაძლო მიზნად, ეს უკანასკნელი კი თქვენი შრომისა და ბრძოლისუნარიაობის წყალობით გარდაიქმნება რეალობად…
თემო ბერიშვილი

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

არა აქვს მნიშვნელობა, როგორი წარმატებული ცხოვრებით ვცხოვრობთ და რამდენი მიზნისთვის მიგვიღწევია, მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს ოცნება, რომლის რეალიზაცია ჯერ კიდევ ვერ მოგვიხერხებია. რატომ ხდება ასე? რატომღაც ეს იგავი გამახსენდა: ერთხელ ერთი კაცი სამოგზაუროდ წავიდა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა ერთ ადგილას შეჩერდა და მოხუცებულ კაცს ჰკითხა: –   ეს გზა საით წამიყვანს? – თქვენ […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

თემო ბერიშვილი
ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.