როგორ გამოვიყენე ქარი?

0
ორი წლის წინათ TED-ის სცენაზე ვიდექი არუშაში, ტანზანია და ვისაუბრე ჩემს ერთ საამაყო ქმნილებაზე – უბრალო მანქანაზე,რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.
ამ დრომდე, არასოდეს ვყოფილვარ მალავიდან და ჩემი სახლიდან ასე შორს. არასოდეს მინახავს კომპიუტერი და ინტერნეტი. ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც სცენაზე გამოვედი. ნერვიულობისაგან გული მერეოდა და ინგლისურიც კი დამავიწყდა. არასოდეს ვყოფილვარ ამდენ თეთრკანიან ადამიანს შორის.
იყო ისტორია,რომლიც მოყოლაც ძალიან მიჭირდა მაშინ, მაგრამ ახლა საკმარისად კარგად ვგრძნობ თავს და მსურს დღეს ეს ისტორია გაგიზიაროთ. ოჯახში 7 ბავშვი ვიზრდებოდით – მე და ჩემი 6 და.ვიდრე მეცნიერების საოცრებებს აღმოვაჩენდი, ჩემი ქვეყნის ერთ–ერთი რიგითი, ღარიბი ფერმერი ვიყავი. როგორც ყველა დანარჩენი ჩვენი ოჯახიც სიმინდის მოსავლით ირჩენდა თავს.
ერთ წელიწადს ბედის ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა. 2001 წელს ქვეყანაში საშინელი შიმშილობა მძინვარებდა. 5 თვის განმავლობაში ყველა მალაველი შიმშილსა და სიკვდილს ებრძოდა.ჩემს ოჯახში მხოლოდ ერთხელ ვჭამდით საჭმელს, მხოლოდ სამი ლუკმა სიმინდის ორცხობილა გვხვდებოდა თითოეულს – ეს არაფერი იყო.
მალავიში,საშუალო სკოლაში სწავლა ფასიანია. შიმშილის გამო იძულებული გავხდი სკოლისთვის თავი დამენებებინა. შევყურდებდი მამაჩემს და გამომშრალ მიწას და ვხვდებოდი,რომ ეს იყო მომავალი,რომელთან შეგუებასაც ვერასოდეს შევძლებდი.
ძალიან მსურდა განათლების მიღება და გადავწყვიტე ყველაფერი გამეკეთებინა, რომ მიმეღო იგი. დავდიოდი ბიბლიოთეკაში, ვკითხულობდი მეცნიერულ წიგნებს, ძირითადად ფიზიკაზე. ინგლისური კარგად არ ვიცოდი და დიაგრამებს და სურათებს ვიყენებდი,რომ იმ სიტყვების მნიშვნელობა გამეგო,რომელიც მათ გარშემო იყო.
იყო ერთი წიგნი,რომელმაც ცოდნა მომცა. მასში ეწერა,რომ ქარის წისქვილებს შეუძლიათ წლის ამოტუმბვა და მისი საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება. წლის ამოტუმბვა მოსავლის მორწყვის შესაძლებლობას მოგვცემდა, ეს საშუალება იყო შიმშილის პრობლემის წინააღმდეგ, რომელიც ამ პერიოდში ყველაზე მეტად გვაწუხებდა. ასე რომ გადავწყვიტე ჩემი ხელით ამეშენებინა ქარის წისქვილი,თუმცა არანაირი მასალა არ მქონდა ამისათვის. ნაგავსაყრელს მივაშურე და იქ ვიპოვნე,რაც მჭირდებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი, დედაჩემის ჩათვლით, ფიქრობდა,რომ გავგიჟდი.
ვიპოვნე ტრაქტორის პროპელერი, წყლის შემწოვი მილები.ველოსიპედის რამისა და დინამოს გამოყენებით შევქმენი ჩემი მანქანა. პირველად ერთი ნათურა ჰქონდა,შემდეგ კი ოთხი თვით თავისი ჩამრთველებითა და გამომრთველებითაც კი.ფაქტია,რომ ეს მანქანა ირიგაციისათვის საჭირო წყალს ტუმბავდა.
მოულოდნელად ხალხის რიგები დადგა ჩემი სახლის წინ, მობილურების დატენვა უნდოდათ, თავიდან ვერავის ვიცილებდი. მალე რეპორტიორებიც მოვიდნენ, მათ თან ბლოგერებიც მოჰყვნენ და ასე აღმოვჩნდი TED-ის სცენაზე.არასოდეს მენახა თვითმფრინავი აქამდე, არც სასტუმროში მძინებია. მოკლედ, იმ დღეს, არუშაში სცენაზე გამოსვლისას,როდესაც ენა ჩამივარდა და ინგლისური დამავიწყდა ერთი რამის თქმა მოვახერხე: “მე ვცადე და გამომივიდა“.
დღეს მინდა ყველა ჩემნაირ ადამიანს ვუთხრა, ღარიბ ხალხს,რომლებიც საკუთარი ოცნებების ასასრულებლად იბრძვიან: ღმერთმა მოგცეთ ძალა. არ დაკარგოთ რწმენა, გჯეროდეთ და რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს დანებდეთ..
ვილიემ კამკვამბა; თარგმანი:4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply