როგორი იქნება დღე იმედის გარეშე?!

0

ჩვენ გარემოცულნი ვართ უიმედო ადამიანებით. ხშირად ვერ ვხვდებით მათ საჭიროებებს, რადგან უიმედონი ნაკლებად კომუნიკაბელურები არიან. არ შეუძლიათ იმის აღიარება, რომ რაღაც სჭირდებათ. მაგრამ მათთან ურთიერთობისას იმასაც ვხედავთ, რომ იმედი მათ ცხოვრებაში ყველაფერს რადიკალურად შეცვლიდა.

სტუდენტი, რომელსაც ჩაბარების იმედი არ აქვს, არც ისწავლის. წყვილი, რომლის ურთიერთობაც საფრთხეშია, ფიქრობს, რომ ყველაფერი დამთავრდა და საუბედუროდ არაფერს ცდილობს.

მიეცით მათ იმედი და ყველაფერი შეიცვლება.

იმედი არჩევანია. მას თქვენი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს. შეგიძლია იმედი სხვებსაც გაუნაწილო მაშინაც კი, როდესაც თავად მის ნაკლებობას განიცდი.

ჯონ მაქსველი ამბობს – ,,გქონდეს მომავლის იმედი, ნიშნავს გაგაჩნდეს ძალა აწმყოში.’’

საკუთარ თავს ყველაფრის იმედის თვალით დანახვა ასწავლე. ეს განწყობა თქვენს საუბარშიც უნდა ჩანდეს. შემდეგ კი განწყობა გარშემომყოფებსაც გაუზიარეთ.

ამ ყველაფერში სულაც არ ვგულისხმობ იმას, რომ მუდმივად ღიმილიანმა, გულში მოღიღინემ იაროთ. რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. თუმცა მჯერა, რომ ჩვენ არჩევანი გვაქვს. იმედი ის არჩევანია, რომლის პოვნაც ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში იყავით იმედით სავსე? ან გააღვიძეთ სხვებში იმედის ნაპერწკალი? თუ ეს ასე არ არის, დროა ყველაფერი შეცვალოთ! შეიმუშავეთ გზები, შემდეგ კი წადით და იმოქმედეთ. რაც მოხდება, თავადვე ნახავთ…

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply