მარგარეტ

„რკინის ლედის“ ცხოვრების წესები

მარგარეტ ტეტჩერი მდიდარ ოჯახში არ დაბადებულა, თუმცა გახდა პირველი ქალი, რომელმაც დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ ქვეყანაში.მან ეს პოსტი 11 წელი შეინარჩუნა.

მისი პირადული თვისებები და მეგობრობა სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელთან ხელი შეუწყო ცივი ომის დამთავრებას. ზუსტად საბჭოთა ჟურნალისტებმა მოუფიქრეს მეტსახელი „რკინის ლედი“, რომელიც მას ძალიან მოეწონა.

მარგარეტ ტეტჩერის ცხოვრების წესები:

1. თუ რაღაცის განხილვა გსურთ-მიმართეთ კაცს, ხოლო თუ რაღაცის რეალურად გაკეთება- ქალს.

2. როდესაც ქალი ავლენს ხასიათს, მასზე ამბობენ „უზრდელი“. როდესაც კაცი ავლენს ხასიათს, მასზე ამბობენ „კარგი ბიჭია“.

3. არავითარი აზრი არ აქვს იყო საბრალო რბილი სუბსტანცია სავარძელში. ასე არა?

4. მამალი შეიძლება კარგად ყივის, მაგრამ კვერცხებს დედალი დებს.

5. ჩემმა კრიტიკოსებმა რომ დაინახონ თუ როგორ გადავდივარ თემზაზე ფეხით, იტყვიან: ამას იმიტომ აკეტებეს, რომ ცურვა არ იცის.

6. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

7. თავაზიანობა დღეს ძალიან ძვირად ფასობს, თავხედობას კი ფასი საერთოდ არ აქვს.

8. ნებისმიერი ქალი, რომელიც კარგად გარკვეულია ოჯახის მეურნეობაში, ახლოსაა იმასთან, რომ შეძლოს ქვეყნის მართვა.

9. დღეს ქალებისთვის თავის გამოჩენის უამრავი საშუალება არსებობს, ზოგი ჩვენგანი ქვეყნებსაც მართავს, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ჩვენ რედიკული უფრო გვიხდება, ვიდრე შუბი.

10. გინდა ყელი გამოიჭრა? არ მოხვიდე ჩემთან ჭრილობის შესახვევად.

11. არავის არ გაახსენდებოდა „კეთილი სამარიტელი“, მხოლოდ კეთილი ზრახვები რომ ჰქონოდა. მას ასევე ჰქონდა ფული.

12. ნებისმიერი ჩვენგანი ოდესმე ბებია გახდება.

13. სახლი ქალისთვის ცენტრი უნდა იყოს, მაგრამ არა საზღვარი.

14. არ არის აუცილებელი ყველაფერში დაეთანხმო თანამოსაუბრეს, რათა მასთან საერთო ენა გამონახო.

15. ჩვენი ფიქრების 90% იმას ეხება, რაც არასდროს არ მოხდება.

16. თავდასხმები ჩემს პიროვნებაზე მხოლოდ მახარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს აღარ დარჩა პოლიტიკური არგუმენტები.

17. კარგად შეისწავლე შენი მტერი და ერთ დღეს შეიძლება ის მეგობრად აქციო.

18. ქვეყნის სიმდიდრისთვის არაა აუცილებელი საკუთარი ბუნებრივი რესურსების ქონა. მისი მიღწევა მათი არ არსებობითაც შეიძლება. ქვეყნის მთავარი რესურსი ადამიანია. სახელმწიფომ უბრალოდ უნდა შექმნას ნიადაგი ხალხის ნიჭის განვითარებისთვის.

19. ეკონომიკური თავისუფლების გარეშე ყველა სხვა თავისუფლებაც მიუღწევადია.

20. იყო უძლიერესი- ეს იგივეა, რაც იყო ნამდვილი ლედი. თუ თქვენ ადამიანებისთვის ამის შეხსენება გიწევთ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ის ნამდვილად არ ხართ.

კომენტარები