თოლია ჯონათან ლივინგსტონი

რიჩარდ ბახის – თოლია ჯონათან ლივინგსტონი

გაიცანით თოლია – სახელად ჯონათან ლივინგსტონი, ყველასგან განსხვავებული თოლია, რომელსაც ფრენით თავისუფლების შეგრძნება სურდა. თუმცა მოგეხსენებათ, განსხვავებულ ადამიანებს საზოგადოება გაფართოებული თვალებით შორიდან შესცქერის და მოქმედების საშუალებას არ აძლევს, როდესაც რიჩარდ ბახის ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები წავიკითხე ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვები გამახსენდა:

„რაც უფრო მაღლა ავფრინდებით, მით უფრო პატარები ვჩანვართ მათთვის, ვისაც ფრენა არ შეუძლია“.

გთავაზობთ გენიალური ნაწარმოებიდან ფრაზებს:

„ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა“

,,ზეცაში არაფრის ზღვარი არ უნდა არსებობდეს“.

„ცხოვრება არ არის მარტო ძღომა, მხოლოდ ბრძოლა, მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება“.

„ზეცას მაშინ მიუახლოვდები, ჯონათან, როცა სრუყოფილ სიჩქარეს მიაღწევ, სრულყოფილებამ კი საზღვრები არ იცის. მიაღწიო სრულყოფილ სიჩქარეს, შვილო ჩემო, ნიშნავს – გაჩნდე იქ.“

„მე ყველგან და ყველა დროში ვყოფილვარ, სადამდეც ჩემს აზრს მიუღწევია“.

„იქნებ დედამიწაზე არის თოლია, რომელიც ჩვეულებრიობის კლანჭებიდან ცდილობს დასხლტომას, ცდილობს გაიგოს, რა აზრი აქვს ფრენას იმის გარდა, რომ გემებს სდიოს საკვების მოსაპოვებლად. იქნებ გაბედა კიდევაც ფიქრის ხმამაღლა გამოთქმა და გააძევეს გუნდიდან“.

„გამართული ფრენა კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ჭეშმარიტი ,,მე“-ს შეცნობისაკენ.“

„მთელი სხეული, ფრთის ერთი ბოლოდან მეორემდე, სხვა არაფერია, თუ არა თქვენივე აზრი, რომელიც იმ ფორმით არის წარმოდგენილი, რომ თქვენი ხედვისთვის იყოს მისაწვდომი.“

ვფიქრობ, თოლია ჯონათანი ყველა ადამიანში ცხოვრობს, მთავარია ფრთების მაქსიმალურად გაშლა მოვახერხოთ და შორს გავფრინდეთ.

მოამზადა: მარიამ ნებიერიძემ

კომენტარები