რისთვის გვიყვარს?

0
  • მიყვარხარ,
  • რისთვის?
  • ლამაზი ხარ და…
  • შენ სილამაზე გყვარებია. სხვაც ბევრი მოგეწონება

  • მიყვარხარ,
  • რისთვის?
  • ჭკვიანი ხარ…
  • ჭკვიანი ადამიანები მოგწონს, ვატყობ…

  • მიყვარხარ,
  • რისთვის?
  • ჩემი კარგად გესმის…
  • შენი მეგობარი ვყოფილვარ…

  • მიყვარხარ,
  • რისთვის?
  • ჩემიანი ხარ…

შენიანის პოვნით გამოწვეული სიხარული და ბედნიერებაა , როცა უყვარხართ არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის მხოლოდ ლამაზი ხართ (სილამაზე ხომ წარმავალია და, ამასთან, მჯობზე მჯობი არ ილევა), ან ჭკვიანი ხართ (კარგი მრჩეველი ყველას ჭირდება), ან კარგი მეგობარი ხართ (ვინც ასეთი რთულად საპოვნელია დღეს), არამედ მისიანი ხართ, ერთ სულ და ერთ ხორც, ორი მონათესავე სული.

ავტორი/განმთავსებელი: უცნობია

 

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply