რენდი პუში

რენდი პოში: იპოვნეთ თქვენი მოწოდება!

რენდი პოში გახლდათ, ამერიკელი პროფესორი, რომელიც კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს კომპიუტერულ მეცნიერებათა დარგში. 2006 წელს პროფესორს პანკრიასის კიბო აღმოუჩინეს, 2007 წლის აგვისტოს თვეში კი უთხრეს, რომ 3-6 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. პროფესორი რენდი პოში 2008 წლის 25 ივლისს გარდაიცვალა.

2008 წლის 18 მაისი, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი,

მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ. ჯანდაბა, დღეს ყველგან ყოფნა მიხარია. მერწმუნეთ, ვერაფერი შეედრება იმ მისიას, რომელიც დღეს თქვენ დამაკისრეთ.

ეს არაჩვეულებრივი ადგილია, რომელიც მრავალი თვალით მიხილავს. ვნახე მაშინ, როცა კურსდამთავრებული სტუდენტი ვიყავი და არ მიმიღეს, შემდეგ მათ უკან მომიხმეს და მითხრეს, რომ აზრი შეიცვალეს. წლების შემდეგ კი დამიქირავეს და მომცეს შანსი მეკეთებინა ის, რაც ყველას სურს აკეთოს – მივყოლოდი ჩემს მოწოდებას, ჩემს გულს და მეკეთებინა ის, რასაც აღტაცებაში მოვყავდი.

გასულ აგვისტოს მითხრეს, რომ დაახლოებით 3-დან 6 წლამდე დამრჩა სიცოცხლისათვის. თუმცა მას შემდეგ 9 თვე გავიდა და ძირს დაცემას ჯერაც არ ვაპირებ.

ერთმა ადამიანმა ამ რიცხვების შესახებ მითხრა: “საოცარია, შენ ნამდვილად ამარცხებ საშინელ სიკვდილს.” და მე დაუფიქრებლად ვუპასუხე: “ჩვენ სიკვდილს დიდხანს სიცოცხლით კი არ ვამარცებთ, არამედ კარგი და სავსე ცხოვრებით. “ სიკვდილი საბოლოოდ ყველა ჩვენგანს გვეწევა. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რის გაკეთებას მოვასწრებთ იმ დღიდან, როცა ვიბადებით და იმ დრომდე, როცა ის გვეწვევა. რადგან როცა სიკვდილი გამოჩნდება უკვე გვიანია აკეთო ის, რისი გაკეთებაც ყოველთვის გსურდა.

ასე რომ ვფიქრობ, ერთადერთი რჩევა, რაც კარგად ცხოვრების შესახებ შემიძლია მოგცეთ, გახსოვდეთ, ეს არის კლიშე: როცა სიკვდილის სარეცელზე ვწევართ, იმას კი არ ვნანობთ, რაც გავაკეთეთ, არამედ იმას, რაც არ გაგვიკეთებია. დარწმუნებული ვარ უამრავი სისულელე ჩაგიდენიათ, რაც ნამდვილად არ მაწუხებს. რადგან ყველა შეცდომას, ყველა სულელურ საქციელსა და წამებს, როცა მე მრცხვენოდა, აზრი აღარ აქვს. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ უკან ვიხედები და ვამბობ: “ყოველთვის, როცა რაიმე კარგის გაკეთების შესაძლებლობა მეძლეოდა, ვცდილობდი გამომეყენებინა და ჩემი ნუგეშიც აქ იწყება.

მეორე, რასაც ამას დავამატებდი “მოწოდებაა”. აუცილებლად უნდა იპოვნოთ თქვენი მოწოდება. შეიძლება ბევრ თქვენგანს უკვე აქვს, ბევრი თქვენგანი კი მომავალში გააკეთებს არჩევანს – შეიძლება 30 ან 40 წლისაც კი იყოთ. თუმცა არასოდეს შეწყვიტოთ მისი ძებნა. კარგი? რადგან თუ ასე იქცევით, ამ შემთხვევაში ერთადერთი, რასაც აკეთებთ სიკვდილის მოლოდინია. იპოვნეთ თქვენი მოწოდება და მიჰყევით მას. თუ რამე მისწავლია ცხოვრებაში, ვიცი ის რომ თქვენს მოწოდებას ფულსა და სხვა საგნებში ვერ იპოვნით. რადგან რაც უფრო მეტი გაქვთ, მით უფრო მეტად ცდილობთ გამოიყენოთ ის, როგორც თქვენი წარმატების საზომი. და თქვენ კი ყოველთვის იპოვნით სხვას, ვისაც უფრო მეტი ექნება.

თქვენი მოწოდება აუცილებლად შიგნიდან უნდა მომდინარეობდეს. ჯილდო მშვენიერი რამეა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ჩვენს შინაგან ღირებულებათა გამო ვიღებთ. ახსოვდე სხვებს, როგორც კარგი ადამიანი იმაზე ბევრად დიდი ჯილდოა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ და ყველაზე ამაღელვებელი რამაა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია.

იპოვნეთ თქვენი მოწოდება. საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, არა აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებთ სამსახურსა და ოფიციალურ ურთიერთობებში ეს მოწოდება ფეხს გაიდგამს ადამიანებში, ყველა ურთიერთობაში, რომელიც მათთან გაქვთ. თქვენი მოწოდება ჩამოაყალიბებს იმ აზრს, რომელიც თქვენს შესახებ სიკვდილის მოსვლისას ექნებათ.

თარგმანი: 4motivi.com

კომენტარები