რა სურთ კაცებს სინამდვილეში? რა სურთ ქალთან მიმართებაში? რას მოელიან მათთან ურთიერთობისას?
არც ისე იოლი კითხვებია,არა? ქალების უმრავლესობას ძალიან აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი, კაცთა უმრავლესობა კი ,ალბათ, არც დაფიქრებულა, თუ რა შეიძლება სურდეს სინამდვილეში.
შესაძლოა, კაცსაც იგივე სურს,რაც ქალს.ემთხვევა კი მათი მოთხოვნილებები ერთმანეთს? თქვენ როგორ ფიქრობთ?!
მოდით ძველ ისრაელში გადავინაცვლოთ:
ერთხელ მეფე სოლომონთან ერთი ახალგაზრდა გოგონა მივიდა და უთხრა, რომ პრობლემები ჰქონდა ბიჭთან, რომელიც უყვარდა.
– მის სიყვარულში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მაინც ხშირად ვჩხუბობთ და უამრავი პრობლემა გვაწუხებს.ვერაფერი გამიგია, შეგიძლიათ მითხრათ,  რა სურთ კაცებს ? – დაასრულა გოგონამ საუბარი.
სოლომონი დააბნია გოგონას შეკითხვამ. მიუხედავად იმისა, რომ მას მსოფლიოში ყველაზე ბრძენ კაცად მიიჩნევდნენ, ახლა მიხვდა, რომ არასოდეს დაფიქრებულა, თუ რა სურდა მას სინამდვილეში… იგი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა და მსგავსი პრობლემები ნაკლებად აწუხებდა.
რადგან მსგავსი პრობლემები არ მაწუხებს ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მაქვს, რაც მსურს? იქნებ არც მიფიქრია ამაზე?  დიახ ! და თუ ასეა, გამოდის,რომ ამ კითხვაზე პასუხი საკუთარ თავში უნდა ვეძებო – გაიფიქრა მეფემ და გოგონას უთხრა:
– გთხოვ რამოდენი თვის შემდეგ მოხვიდე და მაშინ გაგცემ ამ კითხვაზე პასუხს.გოგონაც, რასაკვირველია დასთახმდა.
სოლომონმა მიატოვა სამეფო კარი და საცხოვრებლად ერთ უკაცრიელ კუნძულზე წავიდა. გადაწყვიტა, უკან მანამ არ დაბრუნებულიყო, ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს არ იპოვნიდა.
მატერიალური თვალსაზრისით არც კუნძულზე აკლდა რამე, თუმცა ერთი თვის შემდეგ შენიშნა, რომ ისე კარგად ვერ გრძნობდა თავს, როგორც ადრე.მას უკვე აკლდა რაღაც.
და რა იყო ეს რაღაც?
მეფე მარტო იყო. მას სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც გვერდში ეყოლებოდა, თანაურძნობდა, დააფასებდა მას და ეყვარებოდა.
– კაცებს  სურთ, რომ მარტო არ იყვნენ – გაიფიქრა მეფემ და ფიქრი გააგრძელა.
.
.
.
უკან დაბრუნებულმა სოლომონმა გოგონა სასახლეში დაიბარა და უთხრა:
ქალთა და კაცთა უმეტესობას მცდარი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რა სურთ მათი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. და მათ შორის წარმოქმნილი გაუგებრობისა და უთანხმოების მიზეზიც სწორედ ამაში იმალება. ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს ძალიან შორს ვეძებთ, არადა სიმართლე მხოლოდ ერთია: ზოგადად, კაცსაც იგივე სურს, რაც ქალს . . .
კაცი სიყვარულს ეძებს.მას სურს იპოვოს ადამიანი, რომელსაც შეიყვარებს და მისგან საპასუხო სიყვარულს მიიღებს . . .
კაცი ეძებს ქალს, რომელიც მისთვის მიმზიდველი, საიმედო და ერთგული იქნება…
კაცს არ უყვარს გამომწვევი და კრიტიკული ქალები, რომლებიც მუდამ იმის ცდაში არიან, რომ რაიმე საყვედური უთხრან ან რაიმე შეცდომა გამოუჩხრიკონ მას…
კაცს მხოლოდ სექსი არ აინტერესებს. რასაკვირველია, ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მაგრამ ეს არაა მისი მთავარი პრიორიტეტი იმ ადამიანთან, რომელიც უყვარს…
კაცს სურს, რომ პატივს სცემდნენ და აფასებდნენ მას…
კაცს ისეთი ქალი სურს, რომელმაც იცის, თუ როგორ მოიქცეს მასთან…
კაცს სურს, რომ იპოვნოს ადგილი,სადაც იგი თავს კარგად იგრძნობს…
და არ სურს, რომ იყოს მარტო . . .

კომენტარები