რა რჩევა შემიძლია მივცე მამაკაცებს სიყვარულის სწორად მოსავლელად?!

0

სიყვარულს უნარი უნდა, რომელიც გაქვს ან არ გაქვს და, მაინც და მაინც, დასწავლა არ ხდება, თუმცა, ისეთი წვრილმანების გათვალისწინებით, რომლებსაც ახლა მოგცემ, შესაძლოა, გააღვიძო შენში ეს მაცოცხლებელი გრძნობა.

*  გაითავისე, რომ მამაკაცი ხარ. მამა-კაცი… მიეცი სწორი დანიშნულება და მიმართულება ამ სიტყვას.

* მუდამ იზრუნე შენი გოგოს ბედნიერ თვალებზე.. თვალებით ხომ ყველაფრის თქმა შეიძლება.. ჰოდა, უთხრას მისმა თვალებმა მთელს მსოფლიოს რომ შენი ბრალია..

* ნუ შეუზღუდავ მას თავის-უფლებას. არ დაუკარგო “მე”, დაკარგოს თავი მხოლოდ სიყვარულში და არა – მისი გულისთვის..

* სიყვარულში არ არსებობს ზღვრები და წესები.. სიყვარული სიგიჟეა და მინდა, ამაზე ყველა შევთანხმდეთ, ყველა თუ არა, მე და შენ მაინც.. მხოლოდ იმ ერთი წუთისთვის გააკეთე რამე, რადგან ეს ის წუთია, რომელშიც ყველაფერია თავმოყრილი და მზად არის მარადიული სიცოცხლისთვის..

* თუ შენი გოგოს განწყობა სეირნობას გთხოვს, ნუ შეგიშლის ხელს დაღლა, წვიმა, ყინვა ან სხვა უმნიშვნელო გარემოება.. გარემოს ხომ ჩვენით ვიქმნით.

* სინამდვილეში ურთიერთობები ძალიან მარტივია, რომ არა ეს უსაფუძვლო და აზრსმოკლებული “პრინციპები”, მაგალითად; “მე კაცი ვარ და..” და ის, რომ მეტი შემიძლია, შენგან განსხვავებით. ეს მიდგომა სამუდამო დავიწყებას მიეცი, რადგან, მაინც არ იყენებთ სწორი დანიშნულებით. აქ უფრო სიძლიერის გამოვლენასა და თავისუფლების შეზღუდვის არევასთან გვაქვს საქმე.. დაფიქრდი..

* ჩვენ, ქალბატონები, ხანდახან სპეციალურად ვგრძნობთ თავს სუსტ არსებებად, რადგან სასიამოვნოა რომ გხედავთ ძლიერს! არადა, ნებისმიერ ქალს შეუძლია წამის მეათასედში იქცეს ძლიერად, თქვენ უბრალოდ იზრუნეთ იმაზე, რომ ეს არ დაგვჭირდეს..

* ნუ ატკენ გულს.. დააფასე უიშვიათესი და უძვირფასესი საჩუქარი.

* ერთად უყურეთ სამყაროსა და ხალხის ცვლილებას, მერე კი ბევრი იცინეთ მათზე.

* გახსოვდეს, რომ შენ ხარ ყველა-ფერი, შენ შეგიძლია ერთნაირი მონდომებით მომცე ფრთები ან – პირიქით. ერთი სიტყვით, შენს ხელში ვარ მთლიანად და იგრძენი ეს სასიამოვნო პასუხისმგებლობა..

* ყოველთვის აღნიშნეთ ახალი კაბა, ვარცხნილობა, პომადის ფერი და თუნდაც, მონდომებით და მოხდენილად შესახებული ბროში კაშნეზე. ეს ის წვრილმანებია, რომლისთვისაც ერთ და ათ საათს ვკარგავთ ხოლმე თქვენთვის. ეს დავალება არ არის, ეს ლამაზი ურთიერთობის პატარ-პატარა საიდუმლოებებია,

* ყოველთვის დაანახე მას, რომ მისი პირველი გულშემატკივარი ხარ.. შენგან წამოსული სტიმული არ ჰგავს სხვისას, ეს ის სტიმული და მხარდაჭერაა მთებს და ზღვებს რომ გადაგადგმევინებს, ამიტომაც არასოდეს დატოვო ცხოვრების გამოწვევებთან მარტო, შენ ხომ მამა-კაცი ხარ!

* დაარწმუნე თავის შესაძლებლობებში, გაუმყარე საკუთარი თავისა და შენი რწმენა.. იმაზე მაგარი და შესაშური გრძნობა არაფერია, როცა სჯერათ შენი, თან, ამასობაში ზურგსაც გიმაგრებენ.. როგორც ჩემი ბაბუ, როცა პირველად გამიშვა სახლიდან მარტო საკმაოდ გრძელ გზაზე, თვითონ კი განსაკუთრებული გაფაციცებით მომყვებოდა უკან. მან მე მიმიშვა ჩემს ნებაზე, მაგრამ უყურადღებოდ არ დავუტოვებივარ.. დაახლოებით, ეგრეა ამ შემთხვევაშიც..

* იზრუნე შენი გოგოს სილამაზეზე მარადიულად, რადგან ის შენი სახეა, შენი პიროვნების დამადასტურებელი.. იზრუნე შენს თავზეც, რომ განსაკუთრებულად გიხდებოდეს.. აქციე აქსესუარად, რომელსაც სულ თან ატარებ..

* გიყვარდეს ისე, რომ ყველაფერი იღონო მისი თვალის სიმშრალეზე.. თუ, მაინც და მაინც, ცრემლიც უხდება ქალს, განსაკუთრებული ბედნიერების..

* აუნთე მზე ღრუბლიან ცაზე..

* თქვი “მერე რა” – თუ რაღაც ისე ვერ გააკეთა, როგორც საჭირო იყო.. ჩვენ ხომ ეხლა ვსწავლობთ ერთმანეთობას..

* ხშირად გამოიყენე, საჭიროებისამებრ, სიტყვები – “გავაუმჯობესებთ”, “უკეთესად გამოგივა”, ”ერთად ვისწავლოთ” და სხვა მრავალი მოტივაციის ამმაღლებელი ჯადოქრობა, რომ მომინდეს შენთვის გემრიელი საჭმლის გაკეთება ან უბრალოდ , უფრო და უფრო, სასიამოვნოდ გაოცებაში ვარჯიში..

* მუდამ გახსოვდეს, რომ შენ ხარ მამაკაცი, მისი რჩეული.. განსაკუთრებული სიმძაფრით შეიგრძენი ეს რჩეულობა!

ეს ყველაფერი დაპირებაა იმისა, რომ მთელი ცხოვრება აღმოხდეს ბაგეებს სასწაულმოქმედი სიტყვები.. სწორედ ის სიტყვები, რომლებიც ამ სასწაულებს ჩაგადენინებს.

“მე შენ მიყვარხარ!”

ავტორი: სალომე ხორავა

 

გაზიარება:

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply