რა მოხდება თუ ინტერნეტი გაითიშება?

თუ უეცრად ინტერნეტი გაგვითიშეს, რა მოხდება და როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება?
1. წერილი ქაღალდის იქნება და დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდებაადრესატამდე მისასვლელადრა მოხდება თუ ინტერნეტი გაითიშება?

და ეს კარგი იქნება, რადგან კარგი ამბავი არასოდეს ძველდება, ხოლო ცუდი – გვიან მივა ან საერთოდ, გზაში დაიკარგება.

2. გაქრება გაცნობის საიტები

რა მოხდება თუ ინტერნეტი გაითიშება?

გოგოს გასაცნობად საჭირო გახდება მისი მოძებნა სამუშაოზე, სასწავლებელში, მიწაზე, წყალში და ჰაერში. ამდენი წვალების შემდეგ, შესაფერისი პარტნიორის პოვნის შემთხვევაში, ორთა კავშირი უფრო მტკიცე და ძლიერი იქნება, რადგან დაშორების შემთხვევაში, იგივე გზის გავლა იქნება საჭირო, ახალი პარტნიორის მოსაძებნად. ამის გაკეთება კი, ძალიან რთულია და ბევრი ვეღარ გაბედავს.

გარდა ამისა, გაქრებიან სერიული დონჟუანები და შემცირდება გარკვეული კატეგორიის დანაშაულის რიცხვი.

3. სადილის დროს, მხოლოდ ცოცხალი საუბარი, ყოველგვარი

ტელეფონის გარეშე

რა მოხდება თუ ინტერნეტი გაითიშება?

ადამიანები ისადილებენ და ახლობლებს დაელაპარაკებიან, აიფონთან კონტაქტის ნაცვლად.

4. გაქრება სოციალური ქსელები

რა მოხდება თუ ინტერნეტი გაითიშება?

და ეს, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ვიღაც, თქვენს დაუკითხავად, არ გამოაქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც თვალები გაქვთ დახუჭული, ან ნახევრად შიშველი ზიხართ ზღვის სანაპიროზე.

5. ადამიანების გარკვეული რაოდენობა დაკარგავს სამუშაოს

რა მოხდება თუ ინტერნეტი გაითიშება?

გაქრება ისეთი თანამდებობები, როგორიც მაგ., ინტერნეტ-მარკეტოლოგი არის. სამაგიეროდ, ბევრი ადამიანი დასაქმდება სუფთა ჰაერზე, რაც მათ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

6. მკვეთრად იქნება გაყოფილი სამუშაო და დასვენიების დრო

რა მოხდება თუ ინტერნეტი გაითიშება?

დღეს ადამიანი როდესაც სეირნობს, ყოველთვის თან დააქვს პლანშეტი, ყოველი შემთხვევისთვის. ეს რა თქმა უნდა, უფროსმაც იცის და შეუძლია შეტყობინების გამოგზავნა ნებისმიერ დროს. ასეთი შეტყობინების მიღების შემთხვევაში, ადამიანი იქვე ჩამოჯდება და ინტერნეტის მეშვეობით, დაიწყებს პრობლემის მოგვარებას. ინტერნეტის არ არსებობის შემთხვევაში, უმრავლესობისთვის, სამუშაო გრაფიკი, მხოლოდ დილიდან სადილამდე და სადილიდან საღამომდე იქნება.

7. ხალხი ბიბლიოთეკაში დაიწყებს სიარულს

რა მოხდება თუ ინტერნეტი გაითიშება?

ინფორმაციის მისაღებად, ენციკლოპედიის წაკითხვა გახდება საჭირო. ხშირ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია საკმარისი არ არის და დამატებით წიგნის წასაკითხად (შეიძლება, არა ერთი წიგნის), საჭირო გახდება ბიბლიოთეკაში წასვლა.

8. შეხვედრის დროს, სალაპარაკო თემა ყოველთვის იქნება

რა მოხდება თუ ინტერნეტი გაითიშება?

დღეს, ორი ადამიანი რომ შეხვდეს ერთმანეთს, შეიძლება, ვეღარც ილაპარაკონ. რადგან რამის მოყოლას რომ დაიწყებს ერთი, მეორე ეტყვის – მაგაზე ხომ მომწერეო.

9. აღარ იქნება ინტერნეტიდან ჩამოტვირთვის საშუალება

რა მოხდება თუ ინტერნეტი გაითიშება?

ფილმები იქნება მხოლოდ კინოში და ტელევიზორში, მუსიკა – კასეტებზე, წიგნი – ქაღალდის. საჭირო წიგნის საშოვნელად, სჭირო გახდება წიგნის მაღაზიაში წასვლა. რაც ძალიან კარგია: სუფთა ჰაერზე გაივლის ადამიანი, გზაში შეიძლება ნაცნობს შეხვდეს, გამოელაპარაკოს. მაღაზიაში, საჭირო წიგნის მოძებნის პროცესში, ბევრი სხვა წიგნის ნახვას შეძლებს და შეიძლება არა ერთი, არამედ რამოდენიმე საჭირო წიგნი შეიძინოს. შენაძენით კმაყოფილი და დადებითი ემოციებით დატვირთული, სახლში დაბრუნდება.

10. აღარ იქნება საჭირო სურათების გადაღება სოციალურ ქსელებში განსათავსებლად

რა მოხდება თუ ინტერნეტი გაითიშება?

ადამიანები შეეშვებიან ყოველ კუთხე-კუნჭულში ფოტოაპარატების ჩხაკუნს და სურათებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაიღებენ.

11. იქნება მეტი ურთიერთობა

რა მოხდება თუ ინტერნეტი გაითიშება?

ადამიანებს უფრო მეტი კონტაქტი ექნებათ სხვა ადამიანებთან, პირადად ან ტელეფონით: კომუნალური გადასახადების გადახდისას, ბილეთების ყიდვისას, სასტუმროს დაჯავშნისას და ა. შ. ხალხი გაიხსენებს ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: “გამარჯობათ”, “გმადლობთ”, “შეგიძლიათ, დამეხმაროთ?”, “ბოლო ვინ არის?”…

12. შრომის ნაყოფიერება გაიზრდება

რა მოხდება თუ ინტერნეტი გაითიშება?

სამუშაოზე ადამიანები იმუშავებენ, სოციალურ ქსელებში უაზრო პოსტების კითხვის ნაცვლად. თუ მაინცა და მაინც დაეზარებათ მუშაობა, შეუძლიათ ქსოვონ. ესეც ხომ სასარგებლო საქმის კეთება იქნება?

კომენტარები