რა გვჭირდება ადამიანებს ბედნიერებისთვის

2

საღამოს სამსახურიდან გამოსული, დაღლილობისაგან გაჩერებაზე ლამის ჩამომძინებოდა, როდესაც 13 წლამდე ასაკის ბიჭის ხმა მომესმა, რომელიც დედას ხმამაღლა ეუბნებოდა: „დედა, რა წერია ფურცელზე, მე გიჟი ვარ ?„ დედამ ყურადღება რომ არ მიაქცია და სამედიცინო ტერმინოლოგიაში გაურკვეველი და დაბნეული სახით კითხვა განაგრძო, ბიჭი ჩემსკენ შემობრუნდა და მკითხა : „მე გიჟი ვარ? „ „არ ხარ გიჟი-მეთქი“ – ვუპასუხე და ამოვიოხრე. როგორც ჩანს, ბიჭი ჩემი პასუხით არ დაკმაყოფილდა და თავის თავს ისე ხმამაღლა გაუმეორა, რომ გიჟი არ იყო, იქვე მდგომმა ხალხმა გაოცებით შეხედეს.

შეიძლება ამ ბიჭმა ჩემს ცხოვრებაში სულ რაღაც 10 წუთი დაიკავა მაგრამ მეხსიერებაში იმდენად ჩამრჩა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ალბათ ვერც დავივიწყებ.

ღამით მატარებლით თუ მგზავრობთ, ყველაზე კარგად დაინახავთ ადამიანების რეალურ ცხოვრებას.

საღამოს ერთ პატარა ვაგონში ძალიან ბევრი, როგორც სამსახურისგან ისე ცხოვრებისგან დაღლილი ადამიანი ერთმანეთს გაშტერებული თვალებით უყურებს და თავის გაჩერებას ელოდება.

თუ დააკვირდებით, საღამოს მატარებელში მათ თვალებში მთელ ცხოვრებას წაიკითხავთ.

ასეა.

ხშირად მიფიქრია, რა გვჭირდება ადამიანებს ბედნიერებისთვის.

ზოგი იტყვის, რომ ბედნიერებისთვის ბევრი ფული სჭირდება, ზოგს კარიერა, კარგი სამსახური, გართობა, კარგი მანქანა და ა.შ

სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება ღმერთი.

ღმერთი, რომელიც სიყვარულია.

ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტებაა.

უფალი ყველა ჩვენგანს გვაძლევს შანსს ყოველდღე დავინახოთ, შევიგრძნოთ, გავიგოთ, დავფიქრდეთ.

ჩვენ კი იმის მაგივრად, რომ ნამდვილად ჭეშმარიტი პასუხი ვიპოვნოთ ყოველი განსაცდელის მერე , ვამბობთ არასწორ პასუხს, რომლის მცდარობას სიკვდილის შემდეგ ვხვდებით.

ჩვენ, ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე გვჭირდება უფალი.

იმისთვის, რომ გადავრჩეთ.

იმისთვის, რომ ვიცხოვროთ.

იმისთვის,რომ ვიყოთ ბედნიერნი.

იმისთვის, რომ ჩვენი სული იყოს ჭეშმარიტების, სიკეთის, სიყვარულისა და გონიერების სკივრი.

იმისთვის, რომ ერთმანეთის თვალებში ყოველთვის ვხედავდეთ ნამდვილ ბედნიერებას.

იმისთვის, რომ ყოველ განსაცდელს გავუძლოთ.

იმისთვის, რომ დროებითი ბედნიერება კი არა, სამუდამო ბედნიერება გვქონდეს.

უფალი არის სიყვარული.

სიყვარული, რომელიც ყველა ჩვენგანშია და რომელსაც გაფრთხილება, მზრუნველობა და „ზრდა“ ჭირდება.

შეხედეთ ერთმანეთს, შეხედეთ მსოფლიოს.

უფალი ყოველ წამს გვაჩვენებს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ბედნიერნი ვიყოთ.

გვიყვარდეს ნიშნავს რომ ვცოცხლობთ.

და სიყვარული არის თავად უფალი.

და უფალი არის თავად სიყვარული.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

"ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე, რომ არაფერი გაბადია. "

Leave A Reply