წარმატება და წარუმატებლობა

რა არის წარმატება და რა არა?

რა არის წარმატება?
  • წარმატებაა,როდესაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, კმაყოფილი სახით ხურავ ოფისის კარებს . ეს არის ცოდნა იმისა,რომ დღეს რაღაც ღირებული შექმენი და გააკეთე და ამის გამო დღეს სახლში კმაყოფილი მიდიხარ.
  • წარმატებაა,როცა მოუთმენლად ელი როდის დაბრუნდები სახლში და ნახავ ადამიანებს, რომლებიც გიყვარს. ეს არის სულიერი და ემოციური თავისუფლება. წარმატებაა,როდესაც გიყვარს ადამიანები და მათაც უყვარხარ.
  • წარმატებაა როდესაც თვის ბოლოს გადასახადებს იხდი და იცი, რომ გაქვს საკმარისი ფინანსური სახსრები,რათა ამის შემდეგაც ფინანსურად უზრუნველყო ოჯახი.
  • წარმატებაა,როდესაც არამარტო გაქვს საკუთარი ინტერესები და ჰობი, არამედ გაქვს დრო და მორალური უფლება,რომ ისიამოვნო მათით.
  • წარმატებაა კარგი კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი.
  • წარმატებაა,როცა ღამით მშვიდად დებ ბალიშზე თავს და ფიქრობ: “რა კარგი ცხოვრება მაქვს!” ეს არის სამადლობელი ლოცვა, რომელსაც ჩვენს შემოქმედს აღუვლენთ ყოველ საღამოს, ვიდრე ღრმა და მშვიდ ძილს მივეცემით.
და რა არ არის წარმატება?
  • წარმატება არაა,როდესაც ამ კვირაში უკვე მეოთხედ რეკავ სახლში და ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდი იმის გამო,რომ საღამოს მათთან ერთად ვერ გაატარებ.
  • წარმატება არაა,როცა სახლში მიდიხარ და საკუთარ ოთახში იკეტები ფიქრით,რომ ასეთი დღის შემდეგ საკუთარი ადგილი გჭირდება,სადაც არავინ შეგაწუხებს.
  • წარმატება არ არის,როცა საკმარისზე მეტი სიმდიდრე გაქვს და ღამეებს იმაზე ოცნებაში ათენებ, რომ უფრო და უფრო მეტი გქონდეს.
  • წარმატება არაა,როდესაც ფიზიკურად წყდები საქმეს, თუმცა მენტალურად მაინც იმაზე ფიქრობ, თუ რა უნდა გააკეთო ხვალ.
  • წარმატება არაა ენერგიის დახარჯვა იმაზე ფიქრში, თუ რატომ ვერ ასრულებ სამუშაოს დადგენილ ვადებში, რატომ არ უნდა დაესწრო შვილის წარმოდგენას სკოლაში, რატომ გაქვს დაღლილი თვალები, მაღალი წნევა – რატომ ვერ პოულობ სიმშვიდეს ცხოვრებაში და რატომ ვერ იღებ სიამოვნებას მისგან.
და ბოლოს, წარმატება პირდაპირ კავშირშია დაბალანსებულ ცხოვრებასთან და თუ თქვენი ცხოვრების რომელიმე ნაწილი ამ ბალანსს მიღმაა, ეს აუცილებლად მოახდენს უარყოფით გავლენას მის სხვა ნაწილებზეც. დაფიქრდით ამაზე..
ავტორი: ზიგ ზიგლარი; თარგმანი: 4motivi.com

კომენტარები