რა არის ჩემთვის სიყვარული?

0

სიყვარულზე ბევრი რამ დაწერილა და თქმულა და კიდევ იტყვიანზოგი ამბობს, სიყვარული ისეთი გრძნობაა, რომლის გადმოცემა სიტყვებით არ შეიძლება უნდა იგრძნოო … მართალია, სიყვარული ნამდვილად ადამიანის გრძნობების შინაგანი გამოხატულებაა, თუმცა ამ გრძნობებზე შეძლებისგადვარად საუბარი და გადმოცემა მაინც შესაძლებელია

ყველა ადამიანს, განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკში, სიყვარულის გრძნობის განცდის უსაზღვრო სურვილი და მოთხოვნილება აქვსყველას ჰყავს წარმოდგენილი თავისი პრინცი თუ პრინცესა როგორი უნდა იყოს.. პირველ რიგში ვიზუალ მხარეს წარმოიდგენენ, და ძირითადად სულსა და შინაგან სამყაროზე ცოტას ფიქრობენან ფიქრობენ და ძალიან ხშირად როდესაც ადამიანი ვიზუალურად მოეწონებათ, ბრმავდებიან და აღარ სურთ მისი ხასიათის დანახვა..

დიდი შეცდომაა, როცა ვამბობთ “სიყვარული ბრმააო” და მაშინ როცა, ადამიანები თავს იბრმავებენ და რეალობის აღქმას კარგავენ. გული გვიცრუვდება, როცა ვხვდებით, რომ შევცდით ადამიანში, რომელიც სულ სხვა აღმოჩნდა. თუმცა ჩვენ გვინდოდა, რომ ის ისეთი ყოფილიყო, როგორიც ჩვენს ოცნებებსა და ვიზუალში წამოვისახეთშემდეგ კი ერთი ხელის მოსმით ვნებდებით, სასოწარკვეთაში ვვარდებით. სიყვარული არ არსებობს, მას ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვსო, ვამბობთ და საბოლოო ვერდიქტიც გამოგვაქვს: არავის ნდობა არ შეიძლება და სიყვარული არ არსებობს!

სიყვარულის დამახასიათებელი შინაგანი განცდების სია უსასრულოანამდვილი სიყვარული ადამიანს კი არ აბრმავებს არამედ უარყოფით და ბოროტ თვისებებს ფარავს, რაც თითოეულ ჩვენგანშია და დადებით თვისებებს აღვიძებს

ყველაზე მწარე გაკვეთილი ცხოვრებაში ისაა, როდესაც ვგრძნობთ რომ შეცდომა დავუშვით. თუმცა ეს საბაბს არ გვაძლევს, მომავალზე ხელი ჩავიქნიოთ და იმ გრძნობაზე უარი ვთქვათ, რითაც ყოველი ადამიანი სულდგულობს. ბევრი ვერ ტკბება მისით და რადგან ერთხელ ან რამდენჯერმე არ გაუმართლა ხელს იქნევს და უსიყვარულოდ ცხოვრობს. ის აღარ ეძებს ცხოვრების თანამგზავრს, რადგან ეშინია, რომ ისეთ ძლიერ გრძნობას, როგორიც სიყვარულია იმედგაცრუება მოერევა, ამიტომ ცდას ისევ უმოქმედოდ და უიმედოდ ყოფნა ურჩევნიათუმცა გულის სიღრმეში მაინც ელის და შეიძლება ამ შიშის განცდით, ნამდვილი სიყვარული ხელიდან გაუშვას.

ადამიანში მარტო ვიზუალი ნუ მოგატყუებთ. შინაგანი სამყარო თვალებში, სიტყვებსა და ქცევებში იკითხება... სიყვარულია, როცა ფიქრობ, “უნდა შეიყვარო ადამიანის სული ისე, რომ სხეულს არც კი იყო შეხებული. ყველაზე დიდი ბედნიერება იმ სხეულთან შეხებაა, რომლის სულიც სიგიჟემდე გიყვარს”.

ამიტომ უნდა ვიყოთ მუდამ ისეთი ადამიანის ძიებაში, რომელიც ჩვენს გრძნობებს და იმ უნიკალურ შინაგან თვისებებს დააფასებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ ისეთ ადამიანთან, რომელიც ჩვენში საუკეთესოს კლავს და იმაზე მარტოდ გვაგრძნობინებს თავს, ვიდრე მარტო ყოფნისას ვართ.

იმედი არ უნდა დავკარგოთ, რომ აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგაფასებს და შეგიყვარებს ისეთს, როგორიც ხარ. მხოლოდ საკუთარი მე არ უნდა დაკარგო, ყოველთვის მის ძიებაში უნდა იყო და აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, ვინც მას დააფასებს. როდესაც 100%–ით ბედნიერი ხარ მარტო, მხოლოდ მაშინ იქნები მზად სერიოზული ურთიერთობისთვის”. ამიტომ ჯერ გახდი ბედნიერი მარტო, იპოვე საკუთარი ინდივიდუალური ცხოვრების გზა და შემდეგ აუცილებლად გამოჩნდება მისი გამზიარებელი, რომელსაც ასევე ექნება საკუთარი თავი ნაპოვნი და ორივეს უკუკავშირის მეთოდით მოგინდებათ, რომ ერთმანეთი განავითაროთ და თან გიყვარდეთ!

ავტორი/ გამომგზავნი: ნინი სირაძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply