love is

რა არის სიყვარული – ცნობილ ავტორთა განმარტებები

“სიყვარული იდეალური მცნებაა, ქორწინება რეალური.”
– გოეთე

“სიყვარულია როდესაც აღმოაჩენთ, რომ სხვის ბედნიერებაში უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე საკუთარში.”
– ერნესტ ჰემინგუეი

“რა არის ჯოჯოხეთი? ვფიქრობ, ეს ტანჯვაა, იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგვიძლია”
– თეოდორ დოსტოევსკი

“სიყვარული ძლიერი სურვილია, რომ ძლიერად სურდე ვინმეს.”
– მარკ ტვენი

“სიყვარული დაუმორჩილებელი ძალაა. როდესაც მის კონტროლს ვცდილობთ, გვანადგურებს. როდესაც ვცდილობთ დავატყვევოთ, გვიმონებს.როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, გვტოვებს გზააბნეულს და იმედგაცრუებულს.”
– პაოლო კოელიო

“სიყვარულია, როცა ორი ერთ არსებად შეერთდება,მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული სამოთხეა.”
– ვიქტორ ჰიუგო

“სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა… და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.”
– ნოდარ დუმბაძე

“ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით.”
– უილიამ შექსპირი

“გულს სურს ის, რაც სურს. არანაირი ლოგიკა არაა ამაში. შეხვდებით ვინმეს და შეგიყვარდებათ – სულ ესაა.”
– ვუდი ალენი

“უყვართ იმიტომ რომ უყვართ, სიყვარულს მიზეზები არ სჭირდება.”
– პაოლო კოელიო

“ჩვენ არავინ გვიყვარს სილამაზის, ტანისამოსის ან სიმდიდრის გამო. ჩვენ გვიყვარს იმიტომ რომ მასში მელოდიაა, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვესმის”
– ოსკარ უაილდი

“ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც.”
– კონსტანტინე გამსახურდია

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

“სიყვარული იდეალური მცნებაა, ქორწინება რეალური.” – გოეთე “სიყვარულია როდესაც აღმოაჩენთ, რომ სხვის ბედნიერებაში უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე საკუთარში.” – ერნესტ ჰემინგუეი “რა არის ჯოჯოხეთი? ვფიქრობ, ეს ტანჯვაა, იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგვიძლია” – თეოდორ დოსტოევსკი “სიყვარული ძლიერი სურვილია, რომ ძლიერად სურდე ვინმეს.” – მარკ ტვენი “სიყვარული დაუმორჩილებელი ძალაა. როდესაც მის კონტროლს ვცდილობთ, გვანადგურებს. როდესაც […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი