ამონარიდები ცხოვრება

რა არის კარგი?

ბედნიერება

„… რა კარგია, რომ ადამიანის კმაყოფილებას მცირე ყოფნის, ვიდრე ომის მოგება და სხვადასხვა წარმატებები. რა კარგია, რომ ადამიანი კმაყოფილი არ არის ნასხვისარი ჩვევებით, არამედ საკუთარი თავის ძლევით, რადგან ერთმა შეძლო თავისთავში ლეგიონი დაემარცხებინა, და ამისთვის არც მახვილი უხმარია, არც სალაშქროდ წასულა. ხოლო გმირმა ერთი თავისი ნაკლიც ვერ დამალა. რა კარგია, როცა საკუთარი სიკეთე გარცხვენს, როცა გულის გარდა სასწორი არ გაქვს, რომ კარგზეც ფრთხილობ და ცუდზეც ფრთხილობ. რა კარგია, რომ სიხარულით არ გადაიტვირთები.მშვიდად შეხვალ რაშიც რომ შეხვალ და მშვიდად გამოხვალ…“

გვ.8 ბესიკ ხარანაული „ მთავარი გამთამაშებელი.“
„ინტელექტი“ 2012

Similar Posts

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *