siyvaruli

რატომ ვკრავთ ხელს მას, ვინც ჩვენზე ზრუნავს?

რა არის პატიება? მოთმენა? გაგება? ხანდახან ვერ ვხვდებით რამხელა ადგილი უკავია ამ სამ რამეს, როდესაც გპატიობენ, ითმენენ შენს ნებისმიერ საქციელს და გიგებენ თითქმის ყველაფერს. არასდროს ვფიქრობთ ამაზე, სიამოვნებით ვსარგებლობთ ამით, როცა ასე გვექცევიან. არადა ეს ხომ ყველას ხვედრი არაა. ყველას არ უგებენ და არ პატიობენ,რატომ ვერ ვხვდებით ამას? რატომ ერთი პროცენტითაც მეტ ყურადღებას არ ვაქცევთ ამ ადამიანებს, რატომ არ ვანსხვავებთ? ისინი ხომ ჩვენ მიმართ ყველაზე გამორჩეულად არიან განწყობილნი?

მაგრამ ადამიანი რის ადამიანია, რომ თავისთვის უარესისკენ არ მიილტვოდეს. ეძებს ადამიანი ტანჯვას და მწუხარებას, დახლართულ სიტუაციებს და თან ყოველივე ამაზე წუწუნებს. როცა სულ ახლოს გვყავს ადამიანები, რომლებიც უბრალოდ კარგად გვამყოფებენ – თან ეს ვიცით.

სამწუხარო რეალობაა, როცა რაღაც ულოგიკობით ამ ადამიანებს უბრალოდ ვაგდებთ, ალბათ იმ იმედით რომ ნებისმიერ დროს ეს ადამიანი ისევ ისე მოგვიბრუნდება გაგვიგებს, გვაპატიებს და ყველაფერს აიტანს.

მაგრამ ბევრი იგნორი სიცივეს წარმოშობს, ხელის კვრა და უგულებელყოფა ანგრევს და აციებს ყველაფერს. სამწუხაროდ გვიან ვხვდებით რას ვკარგავთ ასეთი ადამიანების სახით. როცა გვჭირდება ისინი უკვე ჩვენთვის შორეულები ხდებიან.

დავაფასოთ ერთმანეთი და შევინარჩუნოთ, ნუ დავაკავებინებთ მათ ადგილს ისეთს ვინც ვერასდროს გაგვიგებს მათნაირად.

გამომგზავნი/ავტორი: Sophisticated Lady

კომენტარები