რატომ და როდის გვესვრიან აგურს?

ერთხელ ერთი ახალგაზრდა, წარმატებული მენეჯერი ძალიან სწრაფად  მიუყვებოდა ქუჩას თავისი ახალი იაგუარით და ტკბებოდა უზრუნველი ცხოვრებით.

მოულოდნელად მან  ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ერთი ბავშვი დაინახა, რომელმაც ძალიან სწრაფი მოძრაობით აიღო აგური ხელში და მის იაგუარს ესროლა. აგური იაგუარის წინა კარს მოხვდა და დააზიანა.

საშინლად გაბრაზებულმა მენეჯერმა, სასწრაფოდ გააჩერა ავტომობილი, გადმოხტა და ბავშვს დაუღრიალა:

– რას აკეთებ? გესმის რა ჩაიდენე?!

– ეს ახალი ავტომობილია და შენს მიერ გართობისათვის ნასროლი აგური უამრავი ფული დამიჯდება . . . რატომ გააკეთე ეს?

პატარა ბიჭი თავდახრილი უსმენდა მას.

– მაპატიეთ, გთხოვთ. მართლა ძალიან ვწუხვარ . . . არ ვიცოდი სხვა, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა …

– გთხოვთ მაპატიოთ – ბუტბუტებდა ბიჭი მენეჯერისათვის გაუგებარ პატიების სიტყვებს. უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა … არავინ არ ჩერდებოდა და ეს რომ არ გამეკეთებინა, ალბათ, არც თქვენ გააკეთებდით ამას  . . .

ამ სიტყვების შემდეგ ცრემლმორეულმა ბიჭმა მენეჯერს იქვე ახლოს გაახედა და უთხრა:

– აი, ხედავთ, იქ, მანქანასთან პატარა ბიჭი, რომ წევს მიწაზე. იგი ჩემი ინვალიდი ძმაა … ცდილობდა თასმა შეეკრა და თავისი მოძრავი სავარძლიდან გადმოვარდა . . .

– ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ შეგიძლიათ დამეხმაროთ, რომ იგი ისევ თავის ეტლში ჩავსვათ? ძალიან იტანჯება ტკივილებისაგან, ჩემთვის იგი ძალიან მძიმეა და მე მარტო ნამდვილად ვერ შევძლებდი გამეკეთებინა ეს . . .

– ყველაფერი კარგად იქნება ჩემო კარგო – უთხრა აღელვებულ ბავშვს ცრემლმორეულმა მენეჯერმა. შემდეგ კი ხმის ამოუღებლად აიყვანა ხელში ინვალიდი ბავში და ეტლში ჩასვა . . .

– ძალიან დიდი მადლობა. არასოდეს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს – მიუგო მას თვალებგაბრწყინებულმა ბავშვმა.

ავტომობილის დაზიანებული კარი ძალიან ადვილად მოგხვდებოდათ თვალში, თუმცა მის პატრონს თავი არ შეუწუხებია მის შეკეთებაზე და არც სურდა, რომ გაეკეთებინა ეს …

მენეჯერი ავტომობილში იჯდა და მშვიდად აკვირდებოდა, თუ როგორ მიაგორებდა ინვალიდის ეტლს მისთვის აგურის მსროლელი პატარა ბიჭი, რომელმაც მას ერთი დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩაუტარა :

ნუ დაგაბრმავებს ცხოვრების მშვენიერება და ნუ გაჰყვები მის დინებას ისე სწრაფად და დაუკვირვებლად, რომ ვინმეს აგურის სროლა დასჭირდეს, იმისათვის, რომ შენი ყურადღება მიიპყროს . . 🙂

კომენტარები