ფსსფდ

რატომ არის ზოგიერთი მოსწავლე უფრო ძლიერი მათემატიკაში?

ეს კითხვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგვისვამს ყველას. ალბათ, გიფიქრიათ კიდეც, რომ კარგი მათემტიკური უნარები დაბადებიდან თანდაყოლილია. 2011 წლის აგვისტოში ჯონ ჰოპკისნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს საინტერესო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ისეთი მათემატიკური უნარი, როგორიც არის რაოდენობის შეგრძნება დაკავშირებულია გენეტიკასთან: ის ყველა ადამაინს და ცხოველსაც კი დაბადებიდანვე დაჰყვება.
რაოდენობის შეგრძნება გულისხმობს, რომ ერთი შეხედვით მივხდეთ დაახლოებით რამდენი ადამიანი ესწრება ამა თუ იმ შეხვედრას, ან რამდენი ადგილია თეატრში. ჰონკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მილიცა ლიბერტუსის ხელმძღვანელობით რაოდენობის შეგრძნება გაზომეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. მათ ჩაატარეს შემდეგი სახის ექსპერიმეტნი:
200 ბავშვს, რომელთა საშუალო ასაკი 4 წელი იყო ჩაუტარეს ტესტი- კომპიუტერის ეკრანზე გამოსახული იყო ლურჯი და ყვითელი ფერის წერტილები ბავშვებს უნდა გამოეცნოთ, რომელი ფერის წერტილები იყო უფრო მეტი (მსგავსი ტესტი თქვენ ბავშვსაც შეგიძლია ჩაუტაროთ ქვემოთ მოცემული ლინკის მეშვეობით http://www.panamath.org/testyourself.php). შემდეგ კი ყველა მოსწავლეს ჩაუტარდა ტესტი ჩვეულებრივ მათემატიკურ უნარებში, რაც გულისხმობდა ფურცელზე გამოსახული ნივთების დათვლას, არაბული რიცხვების ამოცნობას, ელემენტალურ კალკულაციას და სხვა. აღმოჩნდა რომ იმ ბავშვებმა, ვინც სწორად ამოიცნეს, თუ რომელი ფერის წერტილები უფრო მეტი იყო, უკეთესად შეასრულეს მათემატიკის ტესტი. მილიცა ლიბერტუსის თქმით, კვლევა ადასტურებს გარკვეული სახის კავშირს რიცხოვნობის აღქმასა და შედარებით კარგ მათემატიკურ უნარებს შორის, მაგრამ მისი აზრით, ეს კვლევა არ არის საკმარისი, გადაჭრით ითქვას, რომ ზემოთმოყვანილი დასკვნები ასი პროცენტით შეესაბამება სიმართლეს “ბევრი კითხვა რჩება, რომელზედაც პასუხი შემდგომმა კვლევებმა უნდა გასცეს. ” ამბობს მილიცა.
გამომგზავნი/ავტორი: rcs.ge სასწავლო კვლევების ცენტრი

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ეს კითხვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგვისვამს ყველას. ალბათ, გიფიქრიათ კიდეც, რომ კარგი მათემტიკური უნარები დაბადებიდან თანდაყოლილია. 2011 წლის აგვისტოში ჯონ ჰოპკისნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს საინტერესო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ისეთი მათემატიკური უნარი, როგორიც არის რაოდენობის შეგრძნება დაკავშირებულია გენეტიკასთან: ის ყველა ადამაინს და ცხოველსაც კი დაბადებიდანვე დაჰყვება. რაოდენობის შეგრძნება გულისხმობს, რომ ერთი შეხედვით მივხდეთ დაახლოებით რამდენი […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

სასკოლო კვლევების ცენტრი
არასამთავრობო ორგანიზაცია სასკოლო კვლევების ცენტრი დაფუძნდა 2012 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გონივრული გზები.