რატომ არის აუცილებელი აწარმოო ფინანსური დღიური

იცით რატომაა საჭირო სელფის გადაღება ვარჯიშის  დაწყების წინ და მას შემდეგ რაც სასურველ მიზანს მიაღწევთ, სადაც ასახული იქნება თქვენი სხეულის მდგომარეობა ვარჯიშის დაწყებამდე და მას შემდეგ რაც უკვე საგრძნობლად და რაც მთავარია შესამჩნევად დაგეტყობათ წამოზრდილი მკერდის კუნთი ან ბიცეპსი? უკეთესი იქნება სელფი პერიოდულად გადაიღოთ და თან დააკომენტაროთ, მიუთითოთ წონა ან სულაც კილოგრამები რომლებსაც უკვე თავისუფლად იზიდავთ მკერდიდან.

როდესაც თქვენ აწარმოებთ დრიურს, თქვენ ხელთაა ინსტრუმენტი, მონაცემთა დიდი ბაზა.

თუ როგორ გამოიყენებთ ამ მონაცემებს ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. თუ დააფიქსირებთ და აწონ-დაწონით მიღწეულ წარმატებას, მაშინ იმაზე უფრო შორს წახვალთ ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ანალოგიური შედეგის მიღწევა შეიძლება მაშინაც როცა საქმე ეხება თქვენს ფინანსურ დამოუკიდებლობას.

აქცევთ ყურადღებას თქვენს ფინანსებს?

სანამ წუწუნს დაიწყებთ იმაზე რომ ფული არ გყოფნით, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხეთ „სად მიდის ჩემი ფული?“ უმეტეს შემთხვევაში თქვენი პასუხები იქნება მიახლოებითი. რადგანაც ცოტა ვინმე თუ იწერს შემოსავალსა და გასავალს. ადამიანების უმრავლესობა აზრზე არაა თუ რა ხდება მის საფულეში. ზუსტად ამაში იმალება ერთერთი მიზეზი იმისა თუ რატომაც გაქვთ სულ საკუთარი ბიუჯეტის დეფიციტი.

არ შეიძლება დღიურის შეუფასებლობა

ეს მწარე რეალობაა, რომელშიც არც ჯადოსნურია რამე და არც განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. გაითავისეთ: სანამ თქვენ არ იწერთ ხარჯებს, აძლევთ საკუთარ თავს უფლებას უპასუხისმგებლოდ მოეპყრათ ფულს. თქვენ თვითონ იპარავთ ფულს თქვენივე ყულაბიდან და მხოლოდ თქვენ იტანჯებით საბოლოოდ ასეთი საქციელით.

შეეშვით თავის გამართლებას

სინამდვილეში, ყველას მოსვლია ერთხელ მაინც აზრად ეწარმოებინა დღიური და აღერიცხა ხარჯები, ზოგს ერთი თვით, ზოგს კი რამოდენიმე დღის შემდეგ მიუტოვებია ეს წამოწყება. გამართლებას ყოველთვის იპოვი, მაგალითად: ეს ზედმეტია, ეს არაფერს ცვლის, ბოლობოლო სად მაქ ამის დრო..

აქ კი გავჩერდეთ. ბიზნესმენები ყოველ თეთრს აღრიცხავენ, რომელიც მათი ბიზნესიდან შემოდის, რადგანაც მათთვის აუცილებელია იცოდნენ რას მოაქ შემოსავალი და რა აახლოებთ მათ ბანკროტთან. მაშინ კითხვა იბადება, რატომ არ იმსახურებს თქვენი პირადი ფინანსები პასუხისმგებლობით მოპყრობას?

თქვენი ბიუჯეტი – თქვენი ბიზნესია

წარმოიდგინეთ რომ თქვენი საფულე – თქვენი კომპანიაა. ამ აზრით ბუღალტერისს წარმოება უფრო გაგიადვილდებათ.

ჩვევა დაგეხმარებათ

თავგამოდებულ მწეველებსაც კი ახსოვთ პირველი ნაფაზის შედეგად მიღებული უსიამოვნო შეგრძნება, მაგრამ მერე ჩამოუყალიბდათ ჩვევა. სასარგებლოსთან შეგუება რათომღაც უფრო რთულია, მაგრამ ეს რეალობაა.

როგორც კი მიეჩვევით იმის ჩაწერას თუ რა ემართება თქვენს ფინანსებს, დაიწყებთ ნაკლებ ხარჯვას. ჩანაწერები ნათელს მოფენს თქვენ ქცევებს, გამოავლენს ნაკლოვანებებს და ხელს შეუწყობს მათ მოგვარებას. საკუთარი მინუსების ცოდნა აუცილებლად მოგცემთ ნერვიულობის საბაბს, მაგრამ ეს დაგეხმარებათ სწორი მიმართულების არჩევაში.

დღიური არ მოგცემს საშუალებას უარი თქვა შენს მიზანზე

როდესაც თქვენ ჩამოგიყალიბდებათ დადებითი დინამიკა, სურვილიც დაგეკარგებათ სულელური საქციელით წყალში გადაყაროთ ყველაფერი რასაც მიაღწიეთ.

თქვენ ვერ შეცვლით იმას, რისი გაზომვაც არ შეგიძლიათ

დღიური როგორც ღუზა ისე გაგაჩერებთ და შეგახსენებთ, რომ თქვენ მიიღეთ სიტუაციის გამოსწორების გადაწყვეტილება. ძველი მიღწევების გათვალისწინებით კი შეიძლება ახალი წარმატებებისკენ თამამად იაროთ.

http://lifeskills.ge/blog/business/24.html

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

იცით რატომაა საჭირო სელფის გადაღება ვარჯიშის  დაწყების წინ და მას შემდეგ რაც სასურველ მიზანს მიაღწევთ, სადაც ასახული იქნება თქვენი სხეულის მდგომარეობა ვარჯიშის დაწყებამდე და მას შემდეგ რაც უკვე საგრძნობლად და რაც მთავარია შესამჩნევად დაგეტყობათ წამოზრდილი მკერდის კუნთი ან ბიცეპსი? უკეთესი იქნება სელფი პერიოდულად გადაიღოთ და თან დააკომენტაროთ, მიუთითოთ წონა ან სულაც კილოგრამები რომლებსაც უკვე თავისუფლად […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ