ქალი

რას ნიშნავს იყო ძლიერი ქალი

დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი კაცებს, რომ გამეგო რას ნიშნავს იყო ძლიერი. უფრო კონკრეტულად, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მამაჩემი უკეთ ამომეცნო.

ძლიერი და დამოუკიდებელი ნიღბის ქვეშ სუსტი, ქალური არსება ვიყავი. ამის მრცხვენოდა. სულს მიხუთავდა, რადგან ეს ჩემს სისუსტედ მიმაჩნდა.

დროთა განამავლობაში ამ ,,დაავადებებისგან’’ განკურნების ახალი პერსპექტივები დავინახე. ძლიერი ქალის მნიშვნელობას მივხვდი. აღმოვაჩინე, რომ როდესაც ქალი ძლევამოსილია, ის ძლიერი ქალის შესახებ ძველ სტერეოტიპს ანგრევს და პარადიგმას ქმნის, რის შედეგადაც ძალის უხეშ მნიშვნელობას, სიყვარულის მაგნიტური ძალა ცვლის.

ერთ მნიშვნელოვან საკითხს ვსწავლობ. მინდა, ჩემს ინტუიციასა და შინაგან ხმას ჩემს არეულ გონებაზე მეტად ვენდო. ჩემი სხეული არასდროს მატყუებს. შინაგანი ინტუიცია ხშირად ბნელ და მისტერიულ ფარდებს უკან მიმალულად აღიქმება.

ფარდა ჩვენს სამყაროსა და სულიერი სამყაროს შორის არსებული უხილავი ზღვარია. ძლიერ ქალს შინაგან ხმამდე წვდომის უნარი აქვს. ის ყოველთვის დამაჯერებლად საუბრობს. ყოველთვის ბუნებრივია, არასდროს ცდილობს მისი ქცევა კულტურულ გარემოებებს მოარგოს. საუბრისას ეტყობა, რომ სიმართლეს ამბობს და ეს მას თავდაჯერებულობას მატებს.

სიმართლიდან გადახვევისას მასში ბრძოლა იწყება. საკუთარ თავზე ზეწოლას ახდენს. საკუთარ თავს ამის უფლებას არ აძლევს. რატომ? იმტიომ რომ… ძლიერმა შესანიშნავად იცის, სიმართლეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

არ აქვს მნიშვნელობა სხეულის ფორმებსა და ზომებს, ძლიერი ქალი თავისი სხეულით ყოველითვის ამაყობს. მეტიც, უყვარს ის არასრულყოფილება, რომელიც მის იდეალურ სხეულს თან ახლავს.

დათმობას ვერასდროს ისწავლი, თუ საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება არ გაქვს.

ერთი პერიოდი სიცივესა და აგრესიულობას ვგრძნობდი. უხეშად ვესაუბრებოდი ყველას, ჩემს შეყვარებულსაც. ასე საუბარს აზრი არ ჰქონდა. ჩემს გონებაში მიმდინარე პროცესები გავაცნობიერე, ღრმად ჩავისუნთქე, ისე, რომ მეგრძნო. ვაღიარე, რომ ჩემში მარტოსული გოგონაა. შემეშინდა. ჩემს გრძნობებს ვთმობდი. ჩავისუნთქე და იმ შეგრძნებებისგან განვთავისუფლდი, რომლისაც ასე მეშინოდა. თავისუფლება შევიგრძენი. ქალის სიძლიერე სწორედ მის დაუცველობაში, სამართლიანობასა და დათმობის უნარშია.

იყო დრო, როდესაც ჩემი ყველაზე ძლიერი, მაგიური ძალის მრცხვენოდა. აღარ ვაპირებ საკუთარი თავი ზედმეტად მგრძნობიარობის, ემპათიურობისა და ბუნებრიობის გამო განვსაჯო, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას თავად ვიღებ. ჩემი სული ახალი ენერგიით ივსება. ძლიერ ქალს ბუნების საოცრებების ღრმა აღქმის უნარი აქვს. ის ყოველთვის სიყვარულით, თანაგრძნობითა და შთაგონებით სავსეა და სხვა ადამიანებსაც შთაგონებაში ეხმარება.

ჩემმა მეგობარმა ერთხელ თამამად თქვა: ,, კაცები ქალებს არ ჩაგრავენ, ეს პირიქით ხდება’’.

მე ვიცი, რომ ჩემი პიროვნული ზრდა, ჩემს გარშემო მყოფი ქალების ზრდაზეა დამოკიდებული. ძლიერი ქალი სხვებს ყოველთვის ეხმარება და სხვისი სიძლიერე სულაც არ აშინებს.

იყო ძლიერი, სრულყოფილებას არ გულისხმობს. იქნება პერიოდი, როდესაც სისუტეს, ტკივილსა და იმედგაცრუებასაც იგრძნობთ. ეს ბუნებრივია.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი კაცებს, რომ გამეგო რას ნიშნავს იყო ძლიერი. უფრო კონკრეტულად, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მამაჩემი უკეთ ამომეცნო. ძლიერი და დამოუკიდებელი ნიღბის ქვეშ სუსტი, ქალური არსება ვიყავი. ამის მრცხვენოდა. სულს მიხუთავდა, რადგან ეს ჩემს სისუსტედ მიმაჩნდა. დროთა განამავლობაში ამ ,,დაავადებებისგან’’ განკურნების ახალი პერსპექტივები დავინახე. ძლიერი ქალის მნიშვნელობას მივხვდი. აღმოვაჩინე, რომ როდესაც ქალი ძლევამოსილია, […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი