რამდენი დღე ინანებ ჩემს მოკვლას ?

” ბავშვობაში მინდოდა ყველაზე ლამაზი შვილი მე მყოლოდა . ისეთი ლამაზი უნდა ყოფილიყო,რომ ყველას მისთვის ეყურებინა . ვამბობდი აუცილებლად ლურჯთვალა ბიჭი იქნება, ქერა კულულებით თქო . სულ იმას ვოცნებობდი ხელში ამეყვანა და მეთქვა ,რომ ზუსტად ასეთს ველოდებოდი ამდენი ხნის მანძილზე …. დღეს ვიცი რომ ასე არაა და ვიჯერებ იმას , რომ ვეღარც ვერასდროს იქნება …
უშეცდომო იქნებოდა ადამიანი ოდესღაც . უშეცდომო და ალბათ უცოდველიც . დღეს მეც მინდა ვთქვა , რომ არავის და არაფრის ცოდვა არ მაქვს . მეც მინდა ვთქვა , რომ ყველაზე ბედნიერი ვარ და ამ ცხოვრებისგან ზუსტად ის მივიღე რასაც ველოდი . თუმცა ვიცი რომ მივიღე ის , რასაც ვიმსახურებდი ….

დღეს დედა ვარ , რომელიც შვილს ვეღარასდროს გააჩენს … დღეს დედა ვარ უშვილოდ …. შვილი ვერ , მაგრამ დამრჩა ბევრი მანკიერება … უშვილობის მანკიერება … გაინტერესებთ ჩემი ქერა და კულულა ბიჭი ? გაინტერესებთ ჩემი წლების ოცნება ? მე გეტყვით .. თუმცა ვერ გეტყვით .. მე განახებთ , დაგანახებთ რას სჩადიხართ თქვენ ჩემნაირებო .. ხო , თქვენ ჩემნაირო ადამიანებო , უუნარო ადამიანებო , თქვენ წამიერ ბედნიერებებს რომ ვერ ელევით .. თქვენ სიცოცხლეს სიცოცხლეზე რომ სწირავთ ….

..” – რამდენი დღე ინანებ ჩემს მოკვლას ? რამდენი დღე გაგახსენდები ? “- მესმის ,ყოველ ნაბიჯზე ეს სიტყვები მესმის .. მტკივა , ყველა ნეკნი და დაბადებიდან მოყოლებული ცოდვები მტკივა .. ვიცი , სულ მეტკიება … ვიცი ვერც მაპატიებ . არც გთხოვ , მაგრამ მაინც პატიების სურვილით ვწერ ..

ვწერ იმ ადამიანების სახელით , რომლებმაც ეს შეცდომა დაუშვეს , რომლებმაც არაჯანმრთელი შვილები გააჩინეს ან სულ ვერ გააჩინეს მხოლოდ და მხოლოდ ერთის გამო … ვერ გაუფრთხილდნენ ისე ჯანმრთელობას როგორც მოეთხოვებოდათ .მაგრამ მაინც მჯერა , რომ თქვენ ანგელოზები ხართ ,რომლებიც ყველა დედას და ყველა მამიკოს ამ შეცდომებს აპატიებთ “…

ავტორი – ნია პატარაშვილი

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

” ბავშვობაში მინდოდა ყველაზე ლამაზი შვილი მე მყოლოდა . ისეთი ლამაზი უნდა ყოფილიყო,რომ ყველას მისთვის ეყურებინა . ვამბობდი აუცილებლად ლურჯთვალა ბიჭი იქნება, ქერა კულულებით თქო . სულ იმას ვოცნებობდი ხელში ამეყვანა და მეთქვა ,რომ ზუსტად ასეთს ველოდებოდი ამდენი ხნის მანძილზე …. დღეს ვიცი რომ ასე არაა და ვიჯერებ იმას , რომ ვეღარც ვერასდროს იქნება … […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი