ბედნიერება

რამდენად ბედნიერი ხარ სწორედ ახლა?

„ადამიანს სცოდნოდა როდის იყო ბედნიერი, შესაძლოა მას აღმოეჩინა, თუ რა სჭირდება მისთვის“. – ჯოანა ფილდი

რამდენად ბედნიერი ხარ ახლა? დაახლოებით მაინც ხვდები? ქალების უმეტესობამ იცის როგორ გააბედნიეროს მშობლები, პარტნიორები, ან თუნდაც შვილები. თუმცა, როდესაც ოდნავ მაინც ვუღრმავდებით ამ თემას, და ვცილობთ რომ სპეციფიური მიზეზები გამოვკვეთოთ, რომელიც ღიმილს გვგვრის და გულს გვიხარებს, საჭირო პასუხებს ვერ ვპოულობთ.

1926 წელს, ახალგაზრდა ინგლისელმა ქალმა, ჯოანა ფილდმა შეამჩნია რომ მის ცხოვრებას თითქოს რაღაც აკლდა, არ იცოდა რა აბედნიერებდა. ეს რომ გამოესწორებინა, ჟურნალის წარმოება დაიყწო და ინიშნავდა ხოლმე ყოველდღიურად რაც კარგ ხასიათზე აყენებდა და მის ცხოვრებას წუთიერად მაინც აუკეთესებდა. მან ეს ჟურნალი, სახელწოდებით „პირადი ცხოვრება“ (A Life of One’s Own), 1934 წელს გამოაქვენდა. მისივე თქმით, ეს ჟურნალი მათთვის იყო განკუთვნილილ, ვინც ცდილობდა ამ წუთიერი ბედნიერებების აღმოჩენას და იმ გასაღებების მოძებნას, რომელიც აკლდა მათ ცხოვრებას.

რაც თითქმის ყოველი ჩვენგანის ცხოვრებას აკლია არის ის, რომ სიამოვნებას ვერ ვიღებთ იმ ცხოვრებით, რომლითაც ვცხოვრობთ. ძალიან რთულია ბედნიერების მომენტების გაცნობიერება, თუ არ ვიცით სინამდვილეში რა გვიყვარს. აუცილებელია რომ ცოტ-ცოტა ყველაფერი მოვსინჯოთ, თუნდაც ეს იყოს ახალი რეცეპტი, თაიგულის შეკვრა, მზის სხივების ქვეშ ჩაის წრუპვა. შეიძლება უსახლკარო ცხოველის მოფერება იყოს თქვენთვის დიდი სიამოვნება. მრავალია ასეთი მცირე ბედნიერება, რომელიც ალბათ ჯერ არ მოგისინჯავთ, ძალიან ხშირად სწორედ ასეთ მოვლენებს არ ვაქცევთ ყურადღებას.

ჯოანა ფილდმა აღმოაჩინა, რომ ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, როდესაც წითელი ფეხსაცმელები ეცვა, გემრიელ კერძებს მიირთმევდა, მოსწონდა, რომ უცებ უტყდებოდა სიცილი, ფრანგულად კითხვა და წერილების წერაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ის „დახეტიალობდა“ წვრილმანებში, და ხან სად აღმოაჩენდა ბედნიერებას, ხან- სად, ეს პროცესით თავისმხრივ ბედნიერება იყო მისთვის.

მოდით, ყველამ ვეცადოთ რომ აღმოვაჩინოთ ჩვენი ცხოვრების ბედნიერება, მივაკვლიოთ იმ წვრილმანებს, რომელიც სიამოვნებას გვგვრის. დავუკვირდეთ და ვისწავლოთ მათი აღმოჩენა, რომელიც ყველასთვის უნიკალურია.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

„ადამიანს სცოდნოდა როდის იყო ბედნიერი, შესაძლოა მას აღმოეჩინა, თუ რა სჭირდება მისთვის“. – ჯოანა ფილდი რამდენად ბედნიერი ხარ ახლა? დაახლოებით მაინც ხვდები? ქალების უმეტესობამ იცის როგორ გააბედნიეროს მშობლები, პარტნიორები, ან თუნდაც შვილები. თუმცა, როდესაც ოდნავ მაინც ვუღრმავდებით ამ თემას, და ვცილობთ რომ სპეციფიური მიზეზები გამოვკვეთოთ, რომელიც ღიმილს გვგვრის და გულს გვიხარებს, საჭირო პასუხებს ვერ ვპოულობთ. 1926 […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი