პოპ არტი-ავთო ვარაზი

ნახატები გულდასმით გადაარჩია და მათგან ყველაზე საუკეთესო კედელზე გააკრა . ავთო ვარაზი პირველი პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა.

უბრალო ფურცელზე ფერადი ფანქრებით შესრულებული ნახატი მთელი საღამო კედელზე , გამოსაჩენ ადგილას ეკიდა. სტუმრები მოვიდნენ და ისე წავიდნენ , რომ სურათისთვის ერთხელაც არ შეუხედავთ . მაშინ ავთო ვარაზი ხუთი წლის იყო… ვარაზი მუდამ საკუთარ სამყაროს ხატავდა , მისი სამყარო კი სევდა იყო .

ყოველთვის მიკვირდა, თუ როგორ შეიძლებოდა მხატვრობის შესწავლა , თუ რას ნიშნავს თვითნასწავლი. თავისი თავის მასწავლებელი მხატვარი თვითონ უნდა იყოს. თვითონ თუ არ დაინახა და ვერ შეიგრძნო, სხვა ვერც დაანახებს და ვერც შეაგრძნობინებს .

ნატურმორტი ადამიანის ისეთი პორტრეტია, რომელშიც იგი კი არ აისახება, არამედ შეიგრძნობა.

რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო ვშორდები საკუთარ თავს. ნატურა და წიგნები ჩემი „მეობის „ აღდგენისთვის მეხმარებიან.

მუდმივად მაწვალებს კითხვა : აქვს თუ არა ადამიანს ხატვის უფლება ? ხელს იშვიათად ვაწერ წიგნზე ,სისულელედ მეჩვენება , გაიხსენეთ უსახელო ტაძრები, ფრესკები…

სკოლანდელ ასაკსი ძალიან მინდოდა ბეთჰოვენს დავმზგავსებოდით , სარკეში ვიქცირებოდი და ტუჩს ვბერავდი – უშედეგოდ … შემდეგ ღამე ბალიშის ქვეშ დანას ვიდებდი და ძილში თავის მოკვლაზე ვფიქრობდი .

ძნელია ადამიანს დაანახო და შეაგრძნობინო ის რასაც იგი ვერ ხედავს და ვერ შეიცნობს. ფერწერა ჩემთვის იყო ღიღილო გლეხისა და არა – სიმღერა არტისტისა სცენიდან. ერთხელ სახლსი მოსულს შარვალი გაუხდია და იატაკზე დაუგდია .რომ შეხედა შორიდან ხარის თავი „უყურებდა“ . მხატვრის ძმიშვილი იხსენებს :უცებ მივიდა , შარვალს წებო დაასხა, გაშრობის შემდეგ მის ფერწერულად დამუშავებას  შეუდგა . ავთოს პოპ არტებს ხშირად ეწირებოდა მეგობრების შარვლები“.

დღეს ავთო ვარაზის დაბადების დღეა. 

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

ნახატები გულდასმით გადაარჩია და მათგან ყველაზე საუკეთესო კედელზე გააკრა . ავთო ვარაზი პირველი პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. უბრალო ფურცელზე ფერადი ფანქრებით შესრულებული ნახატი მთელი საღამო კედელზე , გამოსაჩენ ადგილას ეკიდა. სტუმრები მოვიდნენ და ისე წავიდნენ , რომ სურათისთვის ერთხელაც არ შეუხედავთ . მაშინ ავთო ვარაზი ხუთი წლის იყო… ვარაზი მუდამ საკუთარ სამყაროს ხატავდა , მისი სამყარო კი სევდა […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი