ერთხელ ერთი კაცი უცხო ტაძარს ეწვია,სადაც მოქანდაკე ღმერთის კერპს აქანდაკებდა. კაცმა შეამჩნია,რომ იქვე ზუსტად იგივე ქანდაკება იდგა, რომელზეც მოქანდაკე მუშაობდა.
– რაში გჭირდებათ ორი ერთნაირი კერპი? – იკითხა გაკვირვებულმა კაცმა.
– არც არაფერში – უპასუხა მოქანდაკემ კაცს, მაგრამ პირველის კეთებისას მცირე შეცდომა დავუშვი და ამის გამო ვაკეთებ ახალს.
კაცმა გულდაგულ დაათვალიერა კერპი, თუმცა რაკი ვერანაირი დაზიანება ვერ აღმოაჩინა კვლავ იკითხა:
შეგიძლიათ მითხრათ სად არის დაზიანებული?
– ქანდაკების ცხვირზე პატარა განაკაწრია – აუღელვებლად უპასუხა მოქანდაკემ კაცს.
–  სად უნდა დადგათ ქანდაკება? – დაინტერესდა კაცი.
– ტაძრის ერთ–ერთ სვეტზე, დაახლოებით 20 ნაბიჯით მაღლა – უპასუხა მოქანდაკემ.
და თუ ასე შორს აპირებთ დადგმას, ნამდვილად ვერავინ შეამჩევს შეამჩნევს ასეთ უმნიშვნელო წვრილმანს და შესაბამისად არავის ეცოდინება მის შესახებ – ირონიული ღიმილით თქვა კაცმა.
მოქანდაკემ დროებით შეწყვიტა მუშაობა, შეხედა კაცს და ღიმილით უპასუხა:
“მე და ღმერთს გვეცოდინება!”
იყავით მართალი საკუთარ თავთან.. განვითარებისა და სრულყოფის სურვილი ადამიანისთვის თვითმიზანი უნდა იყოს და არა სხვისთვის თავის მოწონების საშუალება.

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთხელ ერთი კაცი უცხო ტაძარს ეწვია,სადაც მოქანდაკე ღმერთის კერპს აქანდაკებდა. კაცმა შეამჩნია,რომ იქვე ზუსტად იგივე ქანდაკება იდგა, რომელზეც მოქანდაკე მუშაობდა. – რაში გჭირდებათ ორი ერთნაირი კერპი? – იკითხა გაკვირვებულმა კაცმა. – არც არაფერში – უპასუხა მოქანდაკემ კაცს, მაგრამ პირველის კეთებისას მცირე შეცდომა დავუშვი და ამის გამო ვაკეთებ ახალს. კაცმა გულდაგულ დაათვალიერა კერპი, თუმცა რაკი ვერანაირი […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"