ცხოვრება

ოცი რამ, რაც ცხოვრებისგან ვისწავლე

1. ვერავის აიძულებ უყვარდე. იყო ადამიანი, რომელიც სიყვარულის ღირსია, ერთადერთი რამეა, რაც ნამდვილად შეგვიძლია.

2. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ზრუნავ სხვა ადამიანებზე, ბევრი მათგანი ამაგს უკან არ დაგვიბრუნებს.

3. ნდობის დამსახურებას წლები სჭირდება და მხოლოდ წამებია საკმარისი მის დასაკარგად.

4. რა გაქვს ცხოვრებაში იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, ვინ გყავს გვერდით მხოლოდ ამას აქვს ფასი.

5. საკუთარი შესაძლებლობები სხვისას არასდროს უნდა შეადარო.

6. ყოველთვის უნდა თბილად დაემშვიდობო საყვარელ ადამიანებს, რადგან შესაძლოა მათ უკანასკნელად ხედავ.

7. არა აქვს მნიშვნელობა რას ვგრძნობთ. მხოლოდ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქმედების შედეგებზე.

8. ან ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენ დამოკიდებულებას ან ის გვაკონტროლებს ჩვენ.

9. მიუხედავად იმისა, რამდენად მწველია ურთიერთობები დასაწყისში, ვნება თანდათანობით ქრება და მნიშნელოვანია გახდე პიროვნება, რომელიც ამ სიცარიელეს შეავსებს.

10. გმირები ისინი არიან, ვინც აკეთებენ იმას, რაც საჭიროა და როცა საჭიროა, შედეგების მიუხედავად.

11. მდიდარი ის კი არაა, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის ვინც მცირედითაც კმაყოფილია.

12. საუკეთესო მეგობრებს შეუძლიათ ნებისმიერი რამ აკეთონ ერთად, ან სულაც არაფერი და დაუვიწყარი წამები აჩუქონ ერთმანეთს.

13. ხშირად სწორედ ის ადამიანები გვეხმარებიან წამოდგომაში, რომლებზეც ვფიქრობდით, რომ ხელს გვკრავდნენ.

14. ნამდვილ მეგობრობას მანძილი არ აშინებს. იგივე შეიძლება ითქვას სიყვარულზეც.

15. რადგან ვინმეს ისე არ უყვარხარ როგორც შენ გსურს, არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ.

16. ასაკი წლებთან კი არა გამოცდილებასა და ცოდნასთან ერთად მოდის.

17. სხვისგან პატიების მიღება ყოველთვის საკმარისი არაა. ხშირად საჭიროა ჩვენც მივუტევოთ საკუთარ თავს.

18. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერ გტკივათ გული, თქვენი მწუხარების გამო სამყარო არ შეჩერდება.

19. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ფიქრობთ, რომ უკვე არაფრის გაცემა შეგიძლიათ, თუ საყვარელი ადამიანი დახმარებას გთხოვთ, თქვენ ძალას აუცილებლად გამონახავთ.

20. ადამიანებს დაავიწყდებათ, რაც თქვით. ისინი დაივიწყებენ რა გააკეთეთ, მაგრამ მათ არასდროს დაავიწყდებათ ის ემოციები, რომელიც თქვენ აჩუქეთ.

კომენტარები