ოშო: “გულს არ იზიდავს ზედმეტი სიფრთხილე”

1

ძალიან საინტერესო სიტყვაა გამბედაობა (Courage) . მისი ფესვები ლათინური სიტყვიდან (Cor) მომდინარეობს, რომელიც გულს ნიშნავს.

ასე რომ იცხოვრო გაბედულად, გულის კარნახით ცხოვრებას ნიშნავს. მარტო სუსტები ცხოვრებენ მხოლოდ გონების კარნახით. მათ ეშინიათ და გარშემო დამცავ, ლოგიკურ ბარიერებს ქმნიან. შეშინებულნი, ყველა სარკმელსა და კარს კეტავენ, თეოლოგიით, კონცეფციებითა და თეორიებით და შემდეგ ჩარაზული კარისა და საკმლების უკან იმალებიან.

გულის გზა, მხოლოდ გამბედავთათვის არსებობს. ეს ნიშნავს ცხოვრობდე დაუცველად, თუმცა სიყვარულითა და რწმენით. ეს გაურკვევლისაკენ სწრაფვაა, წარსულის უკან მიტოვება და მომავლისთვის მიცემული შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვოს. გამბედაობა საშიშ ბილიკებზე სიარულია. ცხოვრება ადვილი არაა და მხოლოდ ლაჩრებს შეუძლიათ თავი აარიდონ საშიშროებას, თუმცა ისინი უკვე მკვდრები არიან. ცოცხალი ადამიანი კი, ნამდვილად ცოცხალი, ყოველთვის წავა შეუცნობელისკენ. შეიძლება იქ საშიშროებაა, მაგრამ მას რისკის გაწევა შეუძლია. გული ყოველთვის მზადაა რისკისთვის, გული თამაშის მოყვარულია. გონება ბიზნესმენია, ყოველთვის ზომავს და გეგმავს.

გულს არ იზიდავს ზედმეტი სიფრთხილე.

თარგმანი: 4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply