er
მე ომი მქვია.
მაშინ გავჩნდი როცა ღმერთებს იდეები მომძლავრებული ჰქონდათ და თქვენი სახით, კაცობრიობის სახით აყალიბებდნენ სისტემა – მოდგმას. სწორედ მაშინ როცა იდეებმა იჩინეს თავი; არსებობის, ცხოვრების, განვითარების, შენარჩუნების, მოპოვების, ბრძოლის, გრძნობების, პატრონობის და ა.შ. იდეებმა. ერთის მხრივ ყველა ახალი იდეა თავიდან მშობს, ყველა განხორციელებული იდეა კი ჩემი მოსპობის წინაპირობა
ა. მაგრამ მე ისევ თავიდან ვიბადები, რადგან კაცობრიობა მშობს და მავითარებს ყოველ წუთს, ყოველ დღე, ყოველ ნაბიჯზე.
მე არ ვარ სიყვარულივით მრავალფეროვანი, თუმცა ამ სიყვარულშიც ჩემი კვალი მაქვს, კვალი არ არის, როგორც ადამიანთა ენაზეა – სასიამოვნო. მე ვარ მატერია რომელიც ნგრევის, ცრემლის, ზიზღის, ამბოხების, ანგარების, შურის, ხოცვა–ჟლეტვის და ყოველგვარი უსიამოვნო მოტივის, სვლის წყაროდ მაქცევს. მე ვარ უმშვიდობო ცხოვრების, ყოფის გარანტი. ჩემზეა დამოკიდებული ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. მე თავად ვარ იარაღი მაგრამ ამავე დროს მე საკუთარ იარაღებს ვფლობ , რომლებსაც ადამიანები ბუნებრივი თუ გონებრივი რესურსების საშუალებით გამოიმუშავებენ. მე ვკვდები ყოველ წამს და ვიბადები ყოველ წუთს რადგან იდეები მიხმობენ. იდეები, ომის იდეები, ჩემი განხორციელების იდეები, რომლებიც ყოველი წამის მეასედში ვითარდებიან და აღწევენ მაქსიმუმის მაქსიმუმს. ასე ხდებოდა, ასე ხდება და ასე მოხდება მანამ სანამ არსებობს კაცობრიობა, რომელსაც ისევე ვჭირდები, როგორც ჰაერი და საკვები. მე ვარ ყველგან და ყველაფერში. საკუთარი თავის და არა მარტო საკუთარი თავის მოსპობის ყველაზე მძლავრი იარაღი ვარ, რომელსაც უხსოვარი დროიდან მიყენებენ იდეების განსახორციელებლად. ვარ მიწის და ცის, გალაქტიკის, კეთილის და ბოროტის, კარგის და ცუდის, შავის და თეთრის გარშემო რადგანაც ისინი ყოველ წამს ებრძვიან ერთმანეთს. ჩემზეა დამყარებული არსებობა თეთრის, კარგის, კეთილის და პირიქით შავის, ცუდის, ბოროტის. მე ყოველთვის ორ მოწინააღმდეგეს შორის ვდგავარ და მირჩევს ის ვისა ხელთაცაა ძალა. იდეები მშობს, ძალა კი მასაზრდოებს.
ადამიანთა ფიზიკურ და სულიერ ასპექტშიც დაპირისპირებას მე ვშობ. ბიბლიურ ევას ვაშლის ჭამამდე დიდი ფიზიკური და სულიერი ბრძოლები ჰქონდა. ერთი მხარე ამბობდა კის, მეორე არას. სწორედ მე, “არამ” გავიმარჯვე… ადამიანს ცეცხლის, საკვების, კარ–მიდამოს მოპოვებაშიც კი მე დავჭირდი, რადგან მე ვიყავი სწორედ ის ცეცხლი რომელსაც უნდა გაეთბო, ის საკვები რომლითაც უნდა ეარსება და ის კარ–მიდამო სადაც უნდა ეცხოვრა.
დროის სვლასთან ერთად, ადამიანის განვითარების და მოთხოვნილებების მატებასთან ერთდ უფრო საჭირო ვხდებოდი და უფრო მეტად ვვითარდებოდი ვიდრე “ვაშლის ჭამამდე” ან კიდევ უფრო ადრე ვიყავი. მსოფლიო ომები, ლიტერატურული თხზულებები, ოქროს ციებ–ცხელება, საუკუნოვანი ადამიანები, ახალი აღმოჩენები, მითები, ლეგენდები, ისტორიები, ახალი ეპოქები და კიდევ სხვა მრავალი წამი, წუთი ადამიანის ისტორიის გამოვიარე მალულად. მე არ ვარ არსების მსგავსი თუმცა ვარ არსი, მსოფლმხედველობა, ომი რომელსაც ყველგან და ყველაფერში მაქვს ჩემი ფესვი.
ძნელი არაა ჩემი შემჩნევა. შეიძლება მნახოთ განრისხებული ბუნების როლში, რომელიც ადამიანთა სამოსახლოს აწყდება თავს გვალვის, უსაშველო წვიმის, წყალდიდობის, მიწისძვრის და ა.შ. სტიქიური უბედურებების სახით. აქ ბუნებას ვუპირისპირებ ადამიანს. ასევე შეგიძიათ მნახოთ ადამიანებშ შორის დაპირისპირებაში. სწორედ ის “უხილავი” დაპირისპირება ვარ, რომელმაც ბატონობის სურვილი შვა. მე! მე ვიყავი იმ საერთაშორისო ბრძოლების, ორი მსოფლიო ომის წამოწყების “ინიციატორი” რადგან მე ვარ ადამიანების ტვინის მამოძრავებელი, რომელიც ყველაფრის უფლებას აძლევს მას. უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომ ტელევიზიაში, პრესაში, გლობალურ ქსელში ყოველი მეორე დაპირისპირება ან ინფორმაციული ცნობა მოდის ჩემზე. 60 პროცენტი გადაღებული ფილმებისა ჩემზეა, მე ვარ მწერალთა ე.წ. “მუზის” ნაყოფი, ბიზნესმენთა ბანკი, მსოფლიო ლიდერების იარაღი, ქვეყნების არსებობის წყარო, რადგან ყოველი ახალი ომი და დაპირისპირება მყიდის მე როგორც მოგების, დაძლევის, დაკნინების, გამარჯვების იარაღს და მყიდულობს ის ვისაც სწორედ ეგ გამარჯვება და სჭირდება. მე ვარ ყველაზე მძლავრი იარაღი და ამავე დროს ყველაზე დიდი კაპიტალი. მე ვარ საკაცობრიო მსოფლმხედველობა რომელიც ვკვდები ყოველ წამს და ვიბადები ყოველ წუთს. ვარ ყველგან და ყველაფერში და ვიარსებებ მანამ სანამ არსებობს კაცობრიობა, რომელსაც ისევე ვჭირდები როგორც ჰაერი და საკვები.
მე ომი მქვია.
გამომგზავნი/ავტორი: ბაჩო გრიგოლია

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

მე ომი მქვია. მაშინ გავჩნდი როცა ღმერთებს იდეები მომძლავრებული ჰქონდათ და თქვენი სახით, კაცობრიობის სახით აყალიბებდნენ სისტემა – მოდგმას. სწორედ მაშინ როცა იდეებმა იჩინეს თავი; არსებობის, ცხოვრების, განვითარების, შენარჩუნების, მოპოვების, ბრძოლის, გრძნობების, პატრონობის და ა.შ. იდეებმა. ერთის მხრივ ყველა ახალი იდეა თავიდან მშობს, ყველა განხორციელებული იდეა კი ჩემი მოსპობის წინაპირობა ა. მაგრამ მე ისევ თავიდან […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი