ნოსტალგიური ქმარი (სახალისო ისტორია)

ფეხბურთის მატჩის ფინალია, სტადიონი ხალხით არის გადაჭედილი და მთელს სტადიონზე მხოლოდ ერთი ადგილია თავისუფალი ორ კაცს შორის. თამაშის მიმდინარეობისას ერთი კაცი გაბრაზებით შესჩივლებს მეორეს:

– როგორ შეიძლება, რომ ასეთ თამაშზე ადგილი თავისუფალი იყოს! საოცარია…!

– სიმართლე გითხრათ ამ ადგილის ბილეთიც მე მეკუთვნის – ტყდება მეორე კაცი. ჩემს მეუღლესთან ერთად ვაპირებდი წამოსვლას, თუმცა იგი ამ დღეებში გარდაიცვალა… მას შემდეგ რაც ვიქორწინეთ, პირველად ხდება, რომ მე და ის ფინალს ერთად არ ვესწრებით.

– რა საშინელებაა! ძალიან ვწუხვარ, მეგობარო… – პასუხობს პირველი კაცი მეორეს. რას ვიზამთ ასეთია ცხოვრება… ისე ძალიან კარგი იქნებოდა მის მაგივრად, ვინმე ახლობელი, ნათესავი, ან მეგობარი წამოგეყვანათ. მარტოც აღარ იქნებოდით და სტადიონიც ბოლომდე სავსე იქნებოდა…


კაცი რამოდიმე წამით ფიქრდება, შემდეგ თავს გვერდზე აქნევს და ამბობს:

– არა, ვერ წამოვიყვანდი, ყველანი დაკრძალვაზე არიან…

კომენტარები