ნოდარ დუმბაძის საახალწლო (მი)ლოცვა

“ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემ სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი. საუკუნოდ დაგმანე ყური. მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად. დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი – პურით, მარანი – ღვინით, ახორი – საქონლით, კერია – ფრინველით და გული – სათნოებით. ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი კაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრის თვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს. რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს! მიიღე მამულო ჩემგან ეს ლოცვა!”

ნოდარ დუმბაძე

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

“ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემ სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი. საუკუნოდ დაგმანე ყური. მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად. დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი. გაავსე სახლი ყოველი […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი