ნასახლარის სევდა

მივდიოდი და მთელ სხეულში ეკლები  ტრიალებდა და კანქვეშ მსერავდა. რამდენი წელია აქაურობა არ მომინახულებია, გული იმნაირად ამიფართხალდა, როგორც გათხოვებამდე . აქ სხვანაირი სუნი იდგა მუდამ, ბალახის და საკუთარი სახლის. მივაკვლევდი  მუხლამდე  სათიბს  მაღალი ნაბიჯებით  და  ბალახის თესლი  კანჭებზე მედებოდა. ბავშვობაშიც არ მიყვარდა ეს წებოვანი  ბალახის წვენი.

იქაურობა ნასახლარს გავდა, გული შემეკუმშა. ყველაზე მეტად ახლა მეტკინა დედა და მამა. მათი  ფუსფუსი თვალწინ დამიდგა და ხასიათი წამიხდა. მერე უკითხავად,  ცრემლებით ამევსო თვალი.
კარი შევაღე .  ობის სუნი იყო ირგვლივ.რა გასაკვირია, სამი წელია აქაურობას მზის სხივი არ უნახავს . რაც წასაღები იყო, უკვე წავიღეთ მე და ჩემმა ძმამ.

დღეს უკანასკნელად ამოვედი გასაძარცვავად . დედის ნაქონი ძველებური წნევის აპარატი მეგულება სადღაც საკუჭნაოში.

საკმაოდ ბევრ  ფულს იძლევიანო. თუ ვნახე, ცოტას ამოვისუნთქავ, ვალებს გავისტუმრებ და იქნებ იმდენი ვქნა, წასვლა აღარ დამჭირდეს. ამოვიდა ყელში იმათი უმადურობა და დამცირება.
მთელი სახლი გადავქექე, სად არ ვეძებე. სულ მცხიკება – მცხიკებით მივიკვლევ  გზას. ალერგია რომ მქონდა, დედა საბნებსაც არ მაკიდებინებდა ხელს.ეჰ, დედა რომ მყავდა…

— ვიცი გაგეხარდება, დედაჩემო, რომ ვნახო და მოვიხმარო–უკვე ხმამაღლა ვფიქრობ.
გამეღიმა…

კაციშვილი არაა მაინც, რომ გაიგონოს. ელენე ბებიაც კი გასულ წელს გარდაიცვალა და მის გარდა სულიერი მაინც არავინ ჭაჭანებდა .

—ვიცი, გაგეხარდებააა—უკვე ვღიღინებ დაუფიქრებლად.

—მაპოვნინე, მაპოვნინე….ახლა გულში ლოცვა დავიწყე და თან ათასგვარ ხარახურას აქეთ-იქით ვყრი. აუცილებლად იქნება სადმე. არავინ გადააგდებდა. დედის იმედი იყო, მარტოც იზომავდა ხოლმე.რამდენიმე საათია , ვეძებ.

—შენი დახმარება მინდა, დედა—უკვე ნერვებმა მიმტყუნა და ვბღავი.

ნუთუ აქ აღარაა??

სალოგინეც ამოვალაგე, ძველი გაზის ქურაც გამოვაღე.

აუჰ, თაგვისგან გადახრულია აქაურობა, ამნაირებს იქ არც ვალაგებდი, მაგრამ ახლა დიდ ფულს ვეძებ.ქურდივით ვიქცევი.

ხო, საკუთარ სახლში ქურდი ვარ, მაგრამ უკანასკნელად მჭირდება  შენი დახმარება დედა!
— ვიპოვე, ვიპოვე—ცრემლებიანი ვბღავი სიხარულისგან . საკერავი მანქანის გვერდით იდო, აქამდე როგორ არ ვიფიქრე….

ორიათასი დოლარი “ხელში მიჭირავს” და მაშინვე იქაურობას ვტოვებ.

გავერანებულ ეზოს ისევ მაღალი ნაბიჯებით მოვიკვლევ უკან, ბალახის წებო კანჭებზე მედება და უკვე არ მანაღლებს …

ქურდივით ვტოვებ საკუთარ სახლს , უკან მოუხედავად…

მეშინია ნასახლარმა სევდით არ ამატიროს …

მარეხი მემანიშვილი

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

მივდიოდი და მთელ სხეულში ეკლები  ტრიალებდა და კანქვეშ მსერავდა. რამდენი წელია აქაურობა არ მომინახულებია, გული იმნაირად ამიფართხალდა, როგორც გათხოვებამდე . აქ სხვანაირი სუნი იდგა მუდამ, ბალახის და საკუთარი სახლის. მივაკვლევდი  მუხლამდე  სათიბს  მაღალი ნაბიჯებით  და  ბალახის თესლი  კანჭებზე მედებოდა. ბავშვობაშიც არ მიყვარდა ეს წებოვანი  ბალახის წვენი. იქაურობა ნასახლარს გავდა, გული შემეკუმშა. ყველაზე მეტად ახლა მეტკინა […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი