ნაპოლეონ ჰილი – დაჟინება წარმატებას მოგიტანთ

0

ბევრს სჯერა, რომ მატერიალური წარმატება „გამართლების“ შედეგად მოდის, მაგრამ ეს ასე არ არის, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ „გამართლების“ ორგანიზება.

დეპრესიის დროს ო.კ. ფილდსმა მთელი თავისი დანაზოგი დაკარგა და ფულისა და სამუშაოს გარეშე დარჩა, ხოლო საარსებო საშუალების მოპოვების მისეული ხერხი უკვე აღარ მოქმედებდა, ასაკიც ვერ უწყობდა ხელს, რომ სცენაზე ისევ დაბრუნებულიყო, ის თანახმა იყო მისთვის ახალ სფეროში, კინოში, ანაზღაურების გარეშე ემუშავა, გარდა ამისა ის დაეცა და კისერი დაიზიანა; ბევრისათვის ეს საკმარისი იქნებოდა დანებებაზე და ბრძოლაზე ხელის აღებისათვის, მაგრამ ფილდსმა დაჟინება გამოავლინა, მან იცოდა – თუ ბრძოლას გააგრძელებდა, ადრე თუ გვიან მას გაუმართლებდა და მიაღწია კიდეც ამას.

მარი დრესლერი თითქმის სამოც წელს იყო მიღწეული, როდესაც უფულო და უმუშევარი დარჩა, მასაც ჰქონდა წარმატების იმედი და დაელოდა მას. მისმა დაჟინებამ ის განმაცვიფრებელ ტრიუმფთან მიიყვანა ცხოვრების ბოლოს, იმ ასაკში, როდესაც მამაკაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველგვარ პატივმოყვარეობასა და მიღწევებისაკენ სწრაფვას კარგავს.

ედი კანტორმა თავისი ფული საბირჟო კრახის დროს დაკარგა, მაგრამ მან დაჟინება და სიმტკიცე შეინარჩუნა, მათი მეშვეობით და კიდევ მისი ნატიფი მგრძნობელობის წყალობით მან კვირაში 10 000  დოლარიან შემოსავალს მიაღწია; ჭეშმარიტად, ადამიანი, რომელსაც დაჟინება გააჩნია, იოლად გავა სხვა თვისებების გარეშეც.

„გამართლება“, რომლის ორგანიზებასაც თქვენ ახდენთ, ჟინიანებთან მოდის, რომლის საწყისი პუნქტი არის მიზნის განსაზღვრულობა. არავის შეუძლია ზუსტად განსაზღვროს თავისი სურვილი და ვერავინ მიუთითებს იმ გეგმას, რომლის მეშვეობითაც აპირებს მისი ბუნდოვანი ოცნებების განხორციელებას.

სიმდიდრე არ პასუხობს სურვილზე. ის მხოლოდ გარკვეული სურვილითა და მუდმივი დაჟინებით განმტკიცებულ განსაზღვრულ გეგმაზე პასუხობს.

წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი

Sepia.ge სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA)

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA) მოიძიებს მსოფლიოში გავრცელებულ წარმატების პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს Apple-ს, Microsoft-ს, Sony-ს... SEPIA-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ასეთი ინფორმაციის დამუშავება და სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის მიწოდება მაქსიმალურად გასაგები და საინტერესო ფორმით. დეტალებისთვის ეწვიეთ SEPIA-ს ოფიციალურ ვებგვერდს: http://sepia.ge

Leave A Reply