მხოლოდ შენ შეგიძლია …

ერთხელ ერთ დიდ კორპორაციას ფინანსური პრობლემები შეექმნა და გაკოტრების პირას იყო მისული. ერთ დღესაც,  როდესაც ამ კორპორაციის ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომლები სამსახურში მივიდნენ კარზე აბრა დახვდათ გამოკრული, წარწერით:

“გუშინ, უბედური შემთხვევის გამო, გარდაიცვალა ადამიანი, ვის გამოც ჩვენს კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. გთხოვთ, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ყველანი ერთად მივიდეთ მის სახლში და უკანასკნელი პატივი მივაგოთ მას.”

განცხადებას კორპორაციის ხელძღვანელი აწერდა ხელს და იქვე მითითებული იყო მისამართი სადაც უნდა მისულიყვნენ თანამშრომლები.

დაქირავებულები ძალიან დაანტერესა, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს ადამიანი, მაგრამ ვერ მიხვდნენ და რაკი მათი ფილიალიდან ყველა ჯანმრთელი და ცოცხალი იყო, იფიქრეს, რომ ეს ადამიანი კორპორაციის სხვა ფილიალიდან იქნებოდა.

და საღამოს, როდესაც სამუშაოს მორჩნენ, კორპორაციის თანამშრომლები მითითებულ მისამართზე მივიდნენ.

დარბაზში, სადაც ისინი შევიდნენ უამრავი ხალხი ირეოდა. ოთახის შუაგულში კუბო იდგა და ხალხი სათითაოდ მიდიოდა მასთან. გასაოცარი ის იყო, რომ ყველა ვინც კი მასთან მიდიოდა შემცბარი და დადუმებული ბრუნდებოდა უკან.

ჩვენი ფილიალის თანამშრომლებსაც იგივე დაემართათ, როდესაც კუბოში ჩაიხედეს. მათაც რაღაც მოხვდათ გულზე და ძლიერ დააფიქრათ…

კუბოში სარკე იდო. დიახ, დიდი სარკე,რომელსაც გვერძე დიდი ასოებით ეწერა:

ამქვეყნად მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობს , რომელიც შენს წინსვლასა და წარმატებას უშლის ხელს და ეს ადამიანი შენ ხარ !

მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს ცხოვრებაზე, მხოლოდ შენ შეგიძლია მოუტანო საკუთარ თავს წარმატება, თუ  წარუმატებლობა, ბედნიერება, თუ უბედურება… 

შენი ცხოვრება არ შეიცვლება მაშინ, როდესაც შენი უფროსი შეიცვლება, შენი სამსახური შეიცვლება, ანდა შენი ოჯახის წევრები და მეგობრები შეიცვლებიან. შენი ცხოვრება მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როდესაც შენ შეიცვლები . . .

კომენტარები