მშობლების სამართლიანი ქება და დასჯა

ლომის ბოკვერებს ჯერ თვალებიც კი არ ახელიათ. ბრმები, უმწეოდ დაბორიალებენ დედა ლომის თათებს შორის. გემრიელ რძეს დაეძებენ, დრუნჩებით ეტაკებიან დედის თბილ მუცელს და არანაირ სხვა ძახილს ყურს არ უგდებენ.

ამაყი მამა ლომი გვერდზე დგას, ცდილობს ხელი არ შეუშალოს დედა ლომს ლეკვების მოვლაში და თან ყურადღებით ადევნებს თვალყურს თავის ნაგრამს.

უცებ ლომმა მეფური ფაფარი გააქნია და მძლავრად დაიღრიალა. ბოკვერებს მაშინვე აეხილათ თვალები, ხოლო სავანის დანარჩენი ბინადარნი თავზარდაცემულნი მიმოიფანტნენ.

ლომის მრისხანე ღრიალის მსგავსად, რომელიც ცხოვრებაზე თვალს უხელს ბოკვერებს, გონიერი მშობლების სამართლიანი ქება და დასჯა სათნოებას უღვივებს მოზარდებს. ამით მშობლები სწავლის სურვილსა და კეთილშობილებას უნერგავენ ბავშვებს და ყოველგვარ სიმახინჯესა და უკეთურობას დევნიან მათგან.–

დიდი მადლობა გიგა დოგონაძეს   ადამიანს, რომელმაც ეს იგავი მოგვაწოდა . 


დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ლომის ბოკვერებს ჯერ თვალებიც კი არ ახელიათ. ბრმები, უმწეოდ დაბორიალებენ დედა ლომის თათებს შორის. გემრიელ რძეს დაეძებენ, დრუნჩებით ეტაკებიან დედის თბილ მუცელს და არანაირ სხვა ძახილს ყურს არ უგდებენ. ამაყი მამა ლომი გვერდზე დგას, ცდილობს ხელი არ შეუშალოს დედა ლომს ლეკვების მოვლაში და თან ყურადღებით ადევნებს თვალყურს თავის ნაგრამს. უცებ ლომმა მეფური ფაფარი გააქნია და […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი