მშვიდობიანი საქართველო

მსურს ამ სამყაროს პატარა კუთხე საქართველოში აღარ იყვნენ ერთი რეგიონიდან მეორეში იძულებით გადაადგილებული პირები. აღარ მსურს ვუყურო სევდიან სახეებს და თვალებს, სადაც მხოლოდ ტკივილი იკითხება. ტკივილი, რომელიც წარსულიდან მოდის და არც აწმყოში არ ნელდება. აღარ მსურს ჩვენი მოქალაქეები ენგურს და ახალგორს მიღმა საკუთარ სახლებს და სასაფლაობებს გაჰყურედნენ. აღარ მსურს ხილული თუ უხილავი მავთულხლართებით ადამიანებს ერთმანეთს აშორებდნენ.

აღარ მსურს მუდმივი ლოდინი და ფიქრები რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უარესი იქნება. მსურს ქართველებს, აფხაზებს და ოსებს თვალებში ჩახედვის აღარ გვრცხვენოდეს წარსულის გამო. მსურს ერთმანეთს ხელი ამაყად გავუწოდოთ და იმაზე ვიზრუნოთ თუ რა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის გავაკეთოთ.

მსურს, რომ არა მარტო ქართველებს კი არ სურდეთ ენგურს მიღმა გადასვლა, არამედ აფხაზებსაც ენგურს აქეთ გადმოსვლა.

მსურს ჩვენი ბავშვები ერთად იზრდებოდნენ და თამაშობდნენ, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა. მსურს ჩვენს თვალებში მხოლოდ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა იგრძნობოდეს. მსურს უცხო ქვეყნის ჯარის გარეშე საქართველო.

მსურს ლტოლვილები ერთხელ მაინც დაბრუნდნენ თავიანთი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში იმ კუთხეში, სადაც მათი შვილების საფლავებია. მსურს ქართველ, აფხაზ და ოსს დედას თანაბრად მიჰქონდეს ყვავილი დაღუპული შვილების საფლავზე და ამ საერთო ტკივილს იზიარებდნენ.

მინდა ჩვენ საერთო ტკივილი გვაერთიანებდეს. ტკივილი, რომელიც უსაზღვროა. ჩვენ ამ ტკივილის ფასი ყველაზე კარგად ვიცით და დანაკარგის საფასურიც.. მსურს გმირთა მემორიალს ახალი სახელი და გვარი აღარ ემატებოდეს. მინდა მათ ამაყად ვუთხრათ მადლობა სამშობლოსთვის თავგანწირვისთვის გმირებო და ჩვენ დავამთავრებთ მშვიდობიანი გზით ამ დაუმთავრებელი საქმეს აუცილებლად.

მინდა უღრუბლო მზიანი ცა, რომელიც შერიგებას მოასწავებს… მინდა ყველა ლტოლვილის თვალებში შვება იყოს. მინდა დამწუხრებული სახეები, მომღიმარი თვალებით შეიცვალოს. მინდა ცისარტყველა მშვიდობის ხიდად.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

მსურს ამ სამყაროს პატარა კუთხე საქართველოში აღარ იყვნენ ერთი რეგიონიდან მეორეში იძულებით გადაადგილებული პირები. აღარ მსურს ვუყურო სევდიან სახეებს და თვალებს, სადაც მხოლოდ ტკივილი იკითხება. ტკივილი, რომელიც წარსულიდან მოდის და არც აწმყოში არ ნელდება. აღარ მსურს ჩვენი მოქალაქეები ენგურს და ახალგორს მიღმა საკუთარ სახლებს და სასაფლაობებს გაჰყურედნენ. აღარ მსურს ხილული თუ უხილავი მავთულხლართებით ადამიანებს ერთმანეთს […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ