მუხრან მაჭავარიანი მარტოობის შესახებ

ყოველი კაცი არის სრულიად მარტო.

უმრავლესობა ისე კვდება, ეს არ უგვრძნია. საკუთარი მარტოობის შეგრძნება, ადამიანში იწვევს შეშფოთებას, იგი (ზოგი ქვეცნობიერად და ზოგი შეგნებულად) ცდილობს საკუთარი მარტოობის შევსებას რაიმეთი! (სხვისით)! სწორედ აქ უშვებს იგი გამოუსწორებელ შეცდომას. მან სხვასთან დაახლოებით, სხვისი მინდობით კი არ უნდა სცადოს თავისი სიმარტოვის შევსება, არამედ პირიქით, უნდა შეიყვაროს თავისი სიმარტოვე, არავისთან არ გაითქვიფოს, არავის არ მიენდოს, – ყველასთან (შვილთანაც კი) უნდა დაიჭიროს მეტ–ნაკლები დისტანცია, თავის ირგვლივ მყოფებთან უნდა იყოს მკაცრი და თავაზიანი,  არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მთლიანად გულწრფელი, თუ ასე არ მოიქცა, აი, მაშინ აღმოჩნდება უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო, უნუგეშოდ.

ეცადე, რომ შენ პირველი არ ენდო სხვას, შენ პირველი არ იყო გულწრფელი. ეცადე, რომ შენი საქციელი – იყოს მუდამ პასუხი მოპირდაპირე არსების ნდობაზე, გულწრფელობაზე და არავითარ შემთხვევაში არ დაამყარო იმედი შენი ნდობისა და გულწრფელობის პასუხზე. თუ შენ ხარ ძლიერი პიროვნება, უნდა მოიქცე ასე!

1972წ. 2 თებერვალი

თბილისი

კომენტარები